https://sputnik-georgia.com/20260526/opoziciis-aliansis-msvleloba-daicko-298857262.html
„ოპოზიციის ალიანსის" მსვლელობა დაიწყო
„ოპოზიციის ალიანსის" მსვლელობა დაიწყო
Sputnik საქართველო
მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები. 26.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-26T19:45+0400
2026-05-26T19:45+0400
2026-05-26T21:12+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295232609_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_18fab2b4d1a45c6713927bf37f5af25a.jpg
თბილისი, 26 მაისი - Sputnik. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში „ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა იმართება. მიმდინარე წლის მარტში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ („ოპოზიციის ალიანსი“) ორთვიანი ეროვნული მობილიზაციის კამპანიის დაწყება დააანონსა, რომელიც თბილისში, დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციით უნდა დასრულდეს - მანიფესტაციაში რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც მიიღებენ მონაწილეობას.მსვლელობის მონაწილეები 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტისკენ დაიძრნენ, სადაც დაგეგმილია პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა.აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით „ოპოზიციის ალიანსს” რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ სცენის დამონტაჟება სურდა, თუმცა თბილისის მერიამ ტერიტორიაზე შესაბამისი კონსტრუქციების შეტანის უფლება არ მისცა. თბილისის მერიის გარდა, აქციის რუსთაველის გამზირზე ჩატარების ნებართვა არ გასცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ძალოვანი უწყების ოფიციალური განმარტების მიხედვით, მიზეზი ტექნიკური დეტალები გახდა.მსვლელობის დაწყებამდე, დაახლოებით ერთი საათით ადრე კი პარლამენტთან პოლიცია გამოჩნდა - საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები დამატებითი რკინის ჯებირებით არის გამაგრებული. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა აკრძალვის მიუხედავად, ადგილზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მიიტანეს.მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.როგორც ცნობილია, დღის განმავლობაში ალიანსის წარმომადგენლებმა სცადეს რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციების შეტანა, თუმცა, ამის საშუალება მათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა.საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის მითითებით, სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც ტექნიკა გადაჰქონდა, უკან გააბრუნეს.ოპოზიციის ალიანსიმარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა და განაცხადა, რომ მთავრობის შეცვლას აპირებს. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.დამფუძნებლების თქმით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც შეიქმნა ალიანსი, ძველებურად აგრძელებს მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს და მათ, ასევე ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295232609_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_cb388a00217bf715615ac3a90e1913f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოპოზიცია, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
„ოპოზიციის ალიანსის" მსვლელობა დაიწყო
19:45 26.05.2026 (განახლებულია: 21:12 26.05.2026) მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.
თბილისი, 26 მაისი - Sputnik. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში „ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა იმართება.
მიმდინარე წლის მარტში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ („ოპოზიციის ალიანსი“) ორთვიანი ეროვნული მობილიზაციის კამპანიის დაწყება დააანონსა, რომელიც თბილისში, დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციით უნდა დასრულდეს - მანიფესტაციაში რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც მიიღებენ მონაწილეობას.
მსვლელობის მონაწილეები 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტისკენ დაიძრნენ, სადაც დაგეგმილია პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა.
აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით „ოპოზიციის ალიანსს” რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ სცენის დამონტაჟება სურდა, თუმცა თბილისის მერიამ ტერიტორიაზე შესაბამისი კონსტრუქციების შეტანის უფლება არ მისცა. თბილისის მერიის გარდა, აქციის რუსთაველის გამზირზე ჩატარების ნებართვა არ გასცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ძალოვანი უწყების ოფიციალური განმარტების მიხედვით, მიზეზი ტექნიკური დეტალები გახდა.
მსვლელობის დაწყებამდე, დაახლოებით ერთი საათით ადრე კი პარლამენტთან პოლიცია გამოჩნდა - საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები დამატებითი რკინის ჯებირებით არის გამაგრებული.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა აკრძალვის მიუხედავად, ადგილზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მიიტანეს.
მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.
როგორც ცნობილია, დღის განმავლობაში ალიანსის წარმომადგენლებმა სცადეს რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციების შეტანა, თუმცა, ამის საშუალება მათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა.
საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის მითითებით, სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც ტექნიკა გადაჰქონდა, უკან გააბრუნეს.
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა და განაცხადა, რომ მთავრობის შეცვლას აპირებს. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.
დამფუძნებლების თქმით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც შეიქმნა ალიანსი, ძველებურად აგრძელებს მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს და მათ, ასევე ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.