https://sputnik-georgia.com/20260526/kavelashvili-damoukideblobis-dges-ulocavs-qartvel-xalxs-298843554.html
ყაველაშვილი: დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა
ყაველაშვილი: დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა
Sputnik საქართველო
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია 26.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-26T15:37+0400
2026-05-26T15:37+0400
2026-05-26T15:37+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294799393_0:491:1200:1166_1920x0_80_0_0_ca87e25c6d2c18abcbf9621e58a4e0ef.jpg
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცე, ერთსულოვანი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა ახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი და პატივი მიაგოს მათ ხსოვნას.26 მაისი 26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. წელს, 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294799393_0:378:1200:1278_1920x0_80_0_0_a61c7cbfbbddf1ed15e80423337876a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
ყაველაშვილი: დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცე, ერთსულოვანი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
„თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა, დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა ახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი და პატივი მიაგოს მათ ხსოვნას.
„მინდა, მივმართო ჩვენს მომავალ თაობას: თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე. თქვენი ენერგია უდიდესი მამოძრავებელი ძალაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ენა, მამული, სარწმუნოება, ოჯახის სიწმინდე – ეს ის მარადიული ღირებულებებია, რომელმაც ჩვენი არსებობა განსაზღვრა. სწორედ ამ იდეალებზე დაყრდნობით უნდა გახდეთ საუკეთესოები თქვენს მოწოდებაში, რათა ჩვენი სამშობლო უკვდავ იყოს მარადჟამს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
წელს, 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.