https://sputnik-georgia.com/20260526/erovnuli-banki-gancxadebas-avrcelebs-298858915.html
სებ-ი: ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სუბიექტები არ არიან ჩვენს მიერ რეგულირებული სუბიექტები
სებ-ი: ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სუბიექტები არ არიან ჩვენს მიერ რეგულირებული სუბიექტები
Sputnik საქართველო
როგორც უწყებაში აცხადებენ, სანქცირებული კომპანიები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არცერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის... 26.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-26T21:33+0400
2026-05-26T21:33+0400
2026-05-26T21:33+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებით სანქცირებული სუბიექტები არ წარმოადგენენ ჩვენს მიერ რეგულირებულ სუბიექტებს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.აღნიშნული განცხადება სებ-მა მას შემდეგ გაავრცელა, რაც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ფარგლებში შეზღუდვები დააწესა ფინანსური და კრიპტოქსელების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანიის მიმართ.როგორც უწყებაში აცხადებენ, სანქცირებული კომპანიები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არცერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება, ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, უნებართვო საქმიანობის იდენტიფიცირების შემთხვევაში მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან. საქართველოს ორგანული კანონმდებლობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის (კრიპტოვალუტის) მომსახურების გაწევა მკაცრად დაუშვებელია იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ეროვნულ ბანკში, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები.საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.„სებ-ის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია FATF-ის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება, რომლის თანახმადაც, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს რეიტინგი შეადგენს ‘largely compliant”-ს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
სებ-ი: ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სუბიექტები არ არიან ჩვენს მიერ რეგულირებული სუბიექტები
როგორც უწყებაში აცხადებენ, სანქცირებული კომპანიები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არცერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებით სანქცირებული სუბიექტები არ წარმოადგენენ ჩვენს მიერ რეგულირებულ სუბიექტებს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება სებ-მა მას შემდეგ გაავრცელა, რაც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ფარგლებში შეზღუდვები დააწესა ფინანსური და კრიპტოქსელების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანიის მიმართ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სანქცირებული კომპანიები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არცერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.
„დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 3 კომპანიის დასანქცირების შესახებ განვმარტავთ, რომ სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება, ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, უნებართვო საქმიანობის იდენტიფიცირების შემთხვევაში მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან.
„ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე, სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებს და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და ზოგიერთ შემთხვევაში დამდგარია შესაბამისი პასუხისმგებლობაც", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ორგანული კანონმდებლობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის (კრიპტოვალუტის) მომსახურების გაწევა მკაცრად დაუშვებელია იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ეროვნულ ბანკში, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები.
საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.
„სებ-ის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია FATF-ის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება, რომლის თანახმადაც, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს რეიტინგი შეადგენს ‘largely compliant”-ს", - ნათქვამია განცხადებაში.