საქართველო ქვეყნის მთავარ დღესასწაულს აღნიშნავს: ზეიმი თბილისის ცენტრში – ვიდეო

გამოწერა
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებები იმართება როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის რეგიონებში.
თავისუფლების მოედანზე ახალწვეულთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია გაიმართა. ცერემონიას საქართველოს პოლიტელიტა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს. საზეიმო ცერემონიის შემდეგ თავისუფლების მოედანზე გაიმართა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა.
თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, სახალხო სეირნობა იმართება. დღესასწაული ეძღვნება 1918 წელს ნოე ჟორდანიას მეთაურობით პირველი დემოკრატიული მთავრობის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღს.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა - შესაბამისი აქტი საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0