https://sputnik-georgia.com/20260526/26-maisi-saqartvelos-damoukideblobis-dge-298830578.html
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
Sputnik საქართველო
მასშტაბური ღონისძიებები, გასული წლის მსგავსად, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება 26.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-26T09:21+0400
2026-05-26T09:21+0400
2026-05-26T09:21+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293512324_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_ea25333972de30a8f8e1aad75db9f824.jpg
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.წელს, 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და 20 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა.დედაქალაქის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კულტურული, სპორტული და ბავშვთა ღონისძიებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293512324_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_2f809bf04cb9a1b8ad88dd7f4d1aef84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
მასშტაბური ღონისძიებები, გასული წლის მსგავსად, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
წელს, 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება, დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას დადებენ - რეკრუტები ყველგან ერთხმად და ერთდროულად წარმოთქვამენ ფიცის ტექსტს, რომელიც საწყისი საბრძოლო მომზადების შემდეგ მათ უკვე ოფიციალურად, საქართველოს თავდაცვის ძალების ნაწილად აქცევს.
თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.
გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და 20 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა.
დედაქალაქის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კულტურული, სპორტული და ბავშვთა ღონისძიებები.