წალენჯიხა-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

© Ajara Roadsმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2026
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც გზაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა, იუწყება წალენჯიხის მერია.
უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
„ვითარება კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადეს მერიაში.
მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და ეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს.
ყველა ახალი ამბავი
0