https://sputnik-georgia.com/20260525/saqartvelo-damoukideblobis-dgis-agsanishnavad-emzadeba-298810929.html
ეროვნულ დღესასწაულამდე 24 საათზე ნაკლები დარჩა: ქვეყანა დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება
ეროვნულ დღესასწაულამდე 24 საათზე ნაკლები დარჩა: ქვეყანა დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
მასშტაბური ღონისძიებები, გასული წლის მსგავსად, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. 25.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-25T10:49+0400
2026-05-25T10:49+0400
2026-05-25T10:52+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/19/288087045_0:18:3072:1746_1920x0_80_0_0_e37a493f10b7433a5295d6209ae03f5d.jpg
თბილისი, 25 მაისი - Sputnik. საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება. წელს, 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.თავისუფლების მოედანზე, სადაც უკვე განლაგებულია სამხედრო ტექნიკა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი საზეიმო ღონისძიების დასკვნითი, გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიციას გაივლიან წვევამდელები, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან - წვევამდელები ფიცს დედაქალაქის გარდა, ქვეყნის 12 სხვადასხვა ისტორიულ ადგილას დადებენ. დედაქალაქსა და საქართველოს 20 ქალაქში სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა, საზეიმო ღონისძიების პირველ ნაწილს კი, ტრადიციულად, ავიაციის გადაფრენა დაასრულებს.საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური სამზადისი ქვეყნის ყველა რეგიონში აქტიურ ფაზაშია. 26 მაისს სახალხო ღონისძიებები და სადღესასწაულო პროგრამები ერთდროულად ათეულობით მუნიციპალიტეტში გაიმართება.17:10 საათზე მთელ ქვეყანაში ჰიმნის შესრულებით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გალაკონცერტებით დასრულდება.დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/19/288087045_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_15c2337216f437caee47e5cc8333bb15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები
ეროვნულ დღესასწაულამდე 24 საათზე ნაკლები დარჩა: ქვეყანა დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება
10:49 25.05.2026 (განახლებულია: 10:52 25.05.2026) მასშტაბური ღონისძიებები, გასული წლის მსგავსად, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
თბილისი, 25 მაისი - Sputnik. საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება.
წელს, 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.
თავისუფლების მოედანზე, სადაც უკვე განლაგებულია სამხედრო ტექნიკა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი საზეიმო ღონისძიების დასკვნითი, გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიციას გაივლიან წვევამდელები, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან - წვევამდელები ფიცს დედაქალაქის გარდა, ქვეყნის 12 სხვადასხვა ისტორიულ ადგილას დადებენ.
დედაქალაქსა და საქართველოს 20 ქალაქში სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა, საზეიმო ღონისძიების პირველ ნაწილს კი, ტრადიციულად, ავიაციის გადაფრენა დაასრულებს.
„დღეს დაგეგმილია გენერალური რეპეტიცია, რომელშიც თითოეული დეტალი დაზუსტდება როგორც პირად შემადგენლობასთან დაკავშირებით, ისე ტექნიკის განლაგებასთან დაკავშირებით. ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება გეგმის აღსრულება და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მოვიდნენ და ნახონ ჩვენს მიერ დაგეგმილი 26 მაისის ღონისძიება, სადაც გამოფენილი იქნება თავდაცვის ძალებში არსებული შეიარაღება და ტექნიკა, ასევე აღჭურვილობა", - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა ზაზაძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური სამზადისი ქვეყნის ყველა რეგიონში აქტიურ ფაზაშია. 26 მაისს სახალხო ღონისძიებები და სადღესასწაულო პროგრამები ერთდროულად ათეულობით მუნიციპალიტეტში გაიმართება.
17:10 საათზე მთელ ქვეყანაში ჰიმნის შესრულებით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გალაკონცერტებით დასრულდება.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო.