რუსეთი ქართული ღვინის მთავარ მყიდველად რჩება

© photo: Sputnik / Stringerღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2026
გამოწერა
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ჯამური თანხობრივი მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. რუსეთმა აპრილში ქართული ღვინის შესყიდვები გაზარდა (იმპორტმა 12 მლნ დოლარს გადააჭარბა) და მის ძირითად მყიდველად დარჩა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
აპრილში რუსულმა კომპანიებმა საქართველოდან 12,3 მლნ დოლარის ღვინო გაიტანეს - საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ჯამური თანხობრივი მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა (მარტში არსებული 11,6 მლნ დოლარიდან).
აპრილის შედეგებით, რუსეთი კვლავ ინარჩუნებს ქართული ღვინის მთავარი მყიდველის პოზიციას. იმპორტის მოცულობით, რუსეთის შემდეგ პოლონეთი (1,3 მლნ დოლარი) და ჩინეთი (1,2 მლნდოლარი) არიან.
ყველა ახალი ამბავი
0