https://sputnik-georgia.com/20260525/qartvelishvili-regionshi-kvela-sakvanzo-procesi-saqartvelos-garshemo-trialebs-298821650.html
ქართველიშვილი: რეგიონში ყველა საკვანძო პროცესი საქართველოს გარშემო ტრიალებს
ქართველიშვილი: რეგიონში ყველა საკვანძო პროცესი საქართველოს გარშემო ტრიალებს
Sputnik საქართველო
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველო ინარჩუნებს შედარებით ნეიტრალური პლატფორმის სტატუსს, სადაც დასავლეთის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და... 25.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-25T16:13+0400
2026-05-25T16:13+0400
2026-05-25T16:13+0400
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
კავკასია
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284791935_0:122:1280:842_1920x0_80_0_0_79b0eb3d807a56e4570314762eb9400d.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს რეგიონულ ლიდერად, თუმცა ფაქტობრივად სწორედ მის ირგვლივ შენდება საკვანძო რეგიონული კავშირები და კომუნიკაციები, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.მისი თქმით, საქართველოს აშშ განიხილავს, როგორც ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას რეგიონში, ჩინეთი კი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს. ქვეყნის ტერიტორიაზე გადის ძირითადი სატრანზიტო მარშრუტები, თბილისი კი ფინანსური, ტურისტული და ლოჯისტიკური ნაკადების ცენტრი ხდება. როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, საქართველო ინარჩუნებს შედარებით ნეიტრალური პლატფორმის სტატუსს, სადაც დასავლეთის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ინტერესები იკვეთება.მისი თქმით, ამ ფონზე ფორმირდება უნიკალური სიტუაცია, როდესაც, ლიდერობის ფორმალური აღიარების არარსებობის მიუხედავად, რეგიონის ძირითადი კომუნიკაციები, ფაქტობრივად, საქართველოს ირგვლივ კონცენტრირდება.„ეს უკვე მხოლოდ გეოგრაფია აღარ არის, ეს არის საქართველოს გარდაქმნა სამხრეთ კავკასიის შეუცვლელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კვანძად", - განაცხადა მან.პოლიტიკოსი ასევე მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რაც უფრო ცდილობენ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის შენებას, მით უფრო დიდ არასტაბილურობას აწყდებიან, მაშინ როდესაც საქართველო რეგიონის ყველაზე დაბალანსებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.მისი შეფასებით, თბილისი ინარჩუნებს კონტაქტებს სხვა გლობალურ აქტორებთან და ამასთან არ მონაწილეობს რიგ მსხვილ საერთაშორისო გაერთიანებებში, მათ შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასა (SCO) და BRICS-ში, ასევე დისტანცირდება „3+3“ ფორმატისგან, რაც უფრო დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ ხაზს ასახავს.„სწორედ ეს ქმნის დღეს თბილისის სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ წონას", - განაცხადა ქართველიშვილმა.მისი აზრით, სომხეთში მოსალოდნელი პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, ერევნისთვის სტრატეგიული რეალობა არ შეიცვლება.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, სომხეთის ნებისმიერი ახალი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, იძულებული იქნება განიხილოს საქართველო, როგორც გარე სამყაროსთან, ტრანზიტთან, შავ ზღვასთან, ინვესტიციებთან და რეგიონულ სტაბილურობასთან დამაკავშირებელი მთავარ არხი.ამ კონტექსტში მან „ქართული მოდელის“ მთავარ წარმატებად დაასახელა მრავალვექტორულობის შესახებ არა საჯარო განცხადებები, არამედ ქვეყნის ფაქტობრივი გადაქცევა სამხრეთ კავკასიის რეგიონული არქიტექტურის შეუცვლელ ელემენტად, რომლის გარეშეც, ქართველიშვილის აზრით, სერიოზული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კონსტრუქციების აგება შეუძლებელია.
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284791935_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e97bcf2ec22300d47d05c8ae0ceeaef0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, კავკასია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, კავკასია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ქართველიშვილი: რეგიონში ყველა საკვანძო პროცესი საქართველოს გარშემო ტრიალებს
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველო ინარჩუნებს შედარებით ნეიტრალური პლატფორმის სტატუსს, სადაც დასავლეთის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ინტერესები იკვეთება.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს რეგიონულ ლიდერად, თუმცა ფაქტობრივად სწორედ მის ირგვლივ შენდება საკვანძო რეგიონული კავშირები და კომუნიკაციები, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს აშშ განიხილავს, როგორც ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას რეგიონში, ჩინეთი კი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს. ქვეყნის ტერიტორიაზე გადის ძირითადი სატრანზიტო მარშრუტები, თბილისი კი ფინანსური, ტურისტული და ლოჯისტიკური ნაკადების ცენტრი ხდება.
„შედეგად თითქმის უნიკალური ვითარება ჩამოყალიბდა: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს რეგიონულ ლიდერად, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს.“, - დაწერა ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, საქართველო ინარჩუნებს შედარებით ნეიტრალური პლატფორმის სტატუსს, სადაც დასავლეთის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ინტერესები იკვეთება.
მისი თქმით, ამ ფონზე ფორმირდება უნიკალური სიტუაცია, როდესაც, ლიდერობის ფორმალური აღიარების არარსებობის მიუხედავად, რეგიონის ძირითადი კომუნიკაციები, ფაქტობრივად, საქართველოს ირგვლივ კონცენტრირდება.
„ეს უკვე მხოლოდ გეოგრაფია აღარ არის, ეს არის საქართველოს გარდაქმნა სამხრეთ კავკასიის შეუცვლელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კვანძად", - განაცხადა მან.
პოლიტიკოსი ასევე მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რაც უფრო ცდილობენ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის შენებას, მით უფრო დიდ არასტაბილურობას აწყდებიან, მაშინ როდესაც საქართველო რეგიონის ყველაზე დაბალანსებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.
„სამხრეთ კავკასიის პარადოქსი სწორედ ისაა, რომ რაც უფრო ხმამაღლა აჩვენებდნენ მეზობლები საკუთარ „მრავალვექტორულობას“, მით უფრო ნერვული და ტურბულენტური ხდებოდა მათი საგარეო პოლიტიკა. ამ ფონზე სწორედ საქართველო, რომელსაც წლების განმავლობაში „კურსის დაკარგვაში“ ადანაშაულებდნენ, დე-ფაქტო რეგიონში ყველაზე დაბალანსებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისი შეფასებით, თბილისი ინარჩუნებს კონტაქტებს სხვა გლობალურ აქტორებთან და ამასთან არ მონაწილეობს რიგ მსხვილ საერთაშორისო გაერთიანებებში, მათ შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასა (SCO) და BRICS-ში, ასევე დისტანცირდება „3+3“ ფორმატისგან, რაც უფრო დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ ხაზს ასახავს.
„სწორედ ეს ქმნის დღეს თბილისის სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ წონას", - განაცხადა ქართველიშვილმა.
მისი აზრით, სომხეთში მოსალოდნელი პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, ერევნისთვის სტრატეგიული რეალობა არ შეიცვლება.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, სომხეთის ნებისმიერი ახალი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, იძულებული იქნება განიხილოს საქართველო, როგორც გარე სამყაროსთან, ტრანზიტთან, შავ ზღვასთან, ინვესტიციებთან და რეგიონულ სტაბილურობასთან დამაკავშირებელი მთავარ არხი.
ამ კონტექსტში მან „ქართული მოდელის“ მთავარ წარმატებად დაასახელა მრავალვექტორულობის შესახებ არა საჯარო განცხადებები, არამედ ქვეყნის ფაქტობრივი გადაქცევა სამხრეთ კავკასიის რეგიონული არქიტექტურის შეუცვლელ ელემენტად, რომლის გარეშეც, ქართველიშვილის აზრით, სერიოზული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კონსტრუქციების აგება შეუძლებელია.