https://sputnik-georgia.com/20260525/premieri-anakliis-portis-msheneblobis-pirveli-etapi-2029-wels-dasruldeba-298827492.html
აბსოლუტურად რეალურია: პრემიერი 2029 წლისთვის ანაკლიის პორტის პირველი ეტაპის დასრულებაზე
აბსოლუტურად რეალურია: პრემიერი 2029 წლისთვის ანაკლიის პორტის პირველი ეტაპის დასრულებაზე
Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს. 25.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-25T21:27+0400
2026-05-25T21:27+0400
2026-05-25T21:27+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ანაკლია
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პორტები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249060970_0:323:3068:2048_1920x0_80_0_0_4a15868228843774a94b6eb3d4abf70e.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. 2029 წლისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზის დასრულება აბსოლუტურად რეალურია, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის მშენებლობის პირველ ფაზაში 600 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.როგორც კობახიძემ განაცხადა, მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებებს ჩინურ კონსორციუმთან ანაკლიის პორტის პროექტზე და ვარაუდობს, რომ პროცესი 2026 წლის ბოლომდე დასრულდება.„გადაწყვეტილება თანამშრომლობის გაგრძელების კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ძალიან მალე, უახლოეს თვეებში უნდა იქნას მიღებული. ასეთია მიმდინარე ვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე რაიმე ახალი პროცესების დაწყების გეგმა არ არსებობს.„გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელება ისედაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ეტაპამდე იმის საშუალება, რომ ხელოვნურად არ დავაჩქაროთ პროცესები, თუმცა, რაღაც ეტაპზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული", - აღნიშნა კობახიძემ.ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249060970_157:0:2888:2048_1920x0_80_0_0_b0c618e1ee87c01c9134262f23ccef74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, ახალი ამბები
აბსოლუტურად რეალურია: პრემიერი 2029 წლისთვის ანაკლიის პორტის პირველი ეტაპის დასრულებაზე
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. 2029 წლისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზის დასრულება აბსოლუტურად რეალურია, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის მშენებლობის პირველ ფაზაში 600 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
„2029 წლისთვის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური. პარალელურად ვმუშაობთ გზაზე, რკინიგზაზე, ესეც არის რეალური პროცესი. სათანადო ვადებში ყველა პროექტი იქნება განხორციელებული“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ განაცხადა, მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებებს ჩინურ კონსორციუმთან ანაკლიის პორტის პროექტზე და ვარაუდობს, რომ პროცესი 2026 წლის ბოლომდე დასრულდება.
„გადაწყვეტილება თანამშრომლობის გაგრძელების კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ძალიან მალე, უახლოეს თვეებში უნდა იქნას მიღებული. ასეთია მიმდინარე ვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე რაიმე ახალი პროცესების დაწყების გეგმა არ არსებობს.
„გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელება ისედაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ეტაპამდე იმის საშუალება, რომ ხელოვნურად არ დავაჩქაროთ პროცესები, თუმცა, რაღაც ეტაპზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული", - აღნიშნა კობახიძემ.
ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.