„ისტორია რუსეთთან თანამშრომლობას გვასწავლის": ექსპერტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე

გამოწერა
საქართველოს კულტურული და სულიერი იდენტობის შესანარჩუნებლად აუცილებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, განაცხადა თეოლოგიის დოქტორმა, პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა მრგვალი მაგიდის - „რელიგიისა და კულტურის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში“ შეჯამებისას.
მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ქვეყნის ისტორიული გამოცდილება, გადატანილი ომები და რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობა. როგორც ოთარაშვილმა განაცხადა, წარსულში ქართველმა ხალხმა რთული განსაცდელები და გენოციდები გადაიტანა და ამასთან, ხაზი გაუსვა რუსეთის როლს საქართველოს არსებობის შენარჩუნებაში.
„ჩვენ ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს და იმგვარ სახელმწიფოთა გარემოცვაში ვართ, რომ არ უნდა დავივიწყოთ გასული საუკუნეების ის დიდი გენოციდები, რომლებსაც ეს მუსლიმანური სახელმწიფოები ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებდნენ. რუსეთი რომ არა, დღეს ქართველი ხალხის ფიზიკური არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგებოდა“, – განაცხადა მან.
დასასრულს, ოთარაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და რუსეთი „მხარდამხარ დადგებიან კაცობრიობის მომავლის გადასარჩენად“.
ყველა ახალი ამბავი
0