https://sputnik-georgia.com/20260525/medvedevma-somex-xalxs-rusetis-strategiuli-partniori-ywoda-298824147.html
მედვედევმა სომეხ ხალხს რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი უწოდა
მედვედევმა სომეხ ხალხს რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი უწოდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 მაისი - Sputnik. რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი სომხეთის მოსახლეობაა და არა რომელიმე სომეხი ლიდერი, განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს... 25.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-25T11:17+0400
2026-05-25T11:17+0400
2026-05-25T17:15+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
სომხეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1f/265641348_0:0:2845:1600_1920x0_80_0_0_04344ef22b04a8710f0f34294ac73109.jpg
თბილისი, 25 მაისი - Sputnik. რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი სომხეთის მოსახლეობაა და არა რომელიმე სომეხი ლიდერი, განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა სააგენტო РИА Новости-ის კითხვის პასუხად.როგორც მედვედევმა აღნიშნა, სომხეთის მოსახლეობისადმი რუსეთის განსაკუთრებული დამოკიდებულების თემას ნიკოლ ფაშინიანთან პირველივე საუბრისას შეეხო.„როდესაც ჩვენ იგი გავიცანით, მან (ფაშინიანმა) თქვა: „თქვენ მე არასოდეს მიმიღებთ, მე თქვენთვის უცხო ვარ'“, — გაიხსენა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.მისი თქმით, იმ მომენტში მან სომხეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე დაარწმუნა, რომ მოსკოვისთვის „არ არსებობენ თავისიანები და უცხოები“.ამასთან, როგორც მედვედევმა განაცხადა, ამ საუბარმა სომხეთის პრემიერზე გავლენა ვერ მოახდინა — „მან არ გაითვალისწინა ეს სიტყვები და არ დააფასა რუსეთიდან ძმური დახმარებისა და მხარდაჭერის მრავალი მაგალითი“.ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად 2018 წლის 8 მაისს აირჩიეს. იგი ხელისუფლებაში მასობრივი საპროტესტო აქციების ტალღის შედეგად მოვიდა.
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1f/265641348_79:0:2808:2047_1920x0_80_0_0_2948f3baae66c89f04c03325783ca2ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, სომხეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, სომხეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
მედვედევმა სომეხ ხალხს რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი უწოდა
11:17 25.05.2026 (განახლებულია: 17:15 25.05.2026) თბილისი, 25 მაისი - Sputnik. რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი სომხეთის მოსახლეობაა და არა რომელიმე სომეხი ლიდერი
, განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა სააგენტო
РИА Новости-ის კითხვის პასუხად.
„სომხეთი ჩვენთვის ისტორიულად ძალიან ახლო ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. ხაზს ვუსვამ — სომხეთის ძმური მოსახლეობა და არა რომელიმე სომეხი ხელმძღვანელი“, — განაცხადა მედვედევმა კითხვაზე, შეცვალა თუ არა რუსეთმა სომხეთის, როგორც თავისი პარტნიორის მიმართ დამოკიდებულება.
როგორც მედვედევმა აღნიშნა, სომხეთის მოსახლეობისადმი რუსეთის განსაკუთრებული დამოკიდებულების თემას ნიკოლ ფაშინიანთან პირველივე საუბრისას შეეხო.
„როდესაც ჩვენ იგი გავიცანით, მან (ფაშინიანმა) თქვა: „თქვენ მე არასოდეს მიმიღებთ, მე თქვენთვის უცხო ვარ'“, — გაიხსენა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
მისი თქმით, იმ მომენტში მან სომხეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე დაარწმუნა, რომ მოსკოვისთვის „არ არსებობენ თავისიანები და უცხოები“.
„თქვენ ხალხმა აგირჩიათ და ჩვენ თქვენთან ვიმუშავებთ, თუმცა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ის კურსი, რომელსაც თქვენი მთავრობა გაატარებს. ჩვენიანი კი ჩვენთვის მხოლოდ სომხეთის ძმური მოსახლეობაა. მასთან ყოველთვის გვექნება ყველაზე მეგობრული ურთიერთობები“, — განაცხადა მედვედევმა ფაშინიანთან საუბრისას და აღნიშნა, რომ რუსეთში „უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში“.
ამასთან, როგორც მედვედევმა განაცხადა, ამ საუბარმა სომხეთის პრემიერზე გავლენა ვერ მოახდინა — „მან არ გაითვალისწინა ეს სიტყვები და არ დააფასა რუსეთიდან ძმური დახმარებისა და მხარდაჭერის მრავალი მაგალითი“.
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად 2018 წლის 8 მაისს აირჩიეს. იგი ხელისუფლებაში მასობრივი საპროტესტო აქციების ტალღის შედეგად მოვიდა.