https://sputnik-georgia.com/20260525/kobaxidze-26-maisis-protesti-opoziciis-ususurobas-achvenebs-298827296.html
პრემიერი: 26 მაისის პროტესტი ოპოზიციის უსუსურობას გამოაჩენს
პრემიერი: 26 მაისის პროტესტი ოპოზიციის უსუსურობას გამოაჩენს
Sputnik საქართველო
„ოპოზიციის ალიანსი“, რომელიც ცხრა პარტიას აერთოანებს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს... 25.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-25T20:54+0400
2026-05-25T20:54+0400
2026-05-25T20:54+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/08/298005202_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_349fb46547ffdfdcc05959ee588efc2f.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოში შეკრებების გამართა კანონით არის გარანტირებული, თუმცა, 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმები მხოლოდ მათ სისუსტეს გამოავლენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.გუშინ, თბილისის მერიამ ოპოზიციას 26 მაისის აქციის დროს პარლამენტის შენობის წინ, ისევე როგორც მსვლელობის მარშრუტის სხვა მონაკვეთებზე — ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილისა და რუსთაველის გავლით საკანონმდებლო ორგანოს შენობამდე - სცენის განთავსებაზე უარი უთხრა. შესაბამისი პასუხები მიღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც.მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში შეკრებების ჩატარების უფლება ყველა მოქალაქეს უნარჩუნდება.„რაც შეეხება შეკრების ჩატარებას – ჩვენს ქვეყანაში მისი გამართვა ყველას შეუძლია. პირიქით, ვფიქრობ, კარგიც კია, რომ ეს ადამიანები 26 მაისს კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ უსუსურ სახეს“, – აღნიშნა მან.„ოპოზიციის ალიანსი“, რომელიც ცხრა პარტიას აერთოანებს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ღონისძიება ალიანსის შიგნით არსებული უთანხმოების ფონზე ჩატარდება.ოპოზიციის ალიანსიმარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა და განაცხადა, რომ მთავრობის შეცვლას აპირებს. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.დამფუძნებლების თქმით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც შეიქმნა ალიანსი, ძველებურად აგრძელებს მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს და მათ, ასევე ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/08/298005202_0:21:2048:1557_1920x0_80_0_0_84b86c02a034382038e61c1b07d2aae9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პრემიერი: 26 მაისის პროტესტი ოპოზიციის უსუსურობას გამოაჩენს
„ოპოზიციის ალიანსი“, რომელიც ცხრა პარტიას აერთოანებს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ღონისძიება ალიანსის შიგნით არსებული უთანხმოების ფონზე ჩატარდება.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოში შეკრებების გამართა კანონით არის გარანტირებული, თუმცა, 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმები მხოლოდ მათ სისუსტეს გამოავლენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ, თბილისის მერიამ ოპოზიციას 26 მაისის აქციის დროს პარლამენტის შენობის წინ, ისევე როგორც მსვლელობის მარშრუტის სხვა მონაკვეთებზე — ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილისა და რუსთაველის გავლით საკანონმდებლო ორგანოს შენობამდე - სცენის განთავსებაზე უარი უთხრა. შესაბამისი პასუხები მიღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც.
„აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე. 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები, აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში შეკრებების ჩატარების უფლება ყველა მოქალაქეს უნარჩუნდება.
„რაც შეეხება შეკრების ჩატარებას – ჩვენს ქვეყანაში მისი გამართვა ყველას შეუძლია. პირიქით, ვფიქრობ, კარგიც კია, რომ ეს ადამიანები 26 მაისს კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ უსუსურ სახეს“, – აღნიშნა მან.
„ოპოზიციის ალიანსი“, რომელიც ცხრა პარტიას აერთოანებს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ღონისძიება ალიანსის შიგნით არსებული უთანხმოების ფონზე ჩატარდება.
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა და განაცხადა, რომ მთავრობის შეცვლას აპირებს. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.
დამფუძნებლების თქმით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც შეიქმნა ალიანსი, ძველებურად აგრძელებს მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს და მათ, ასევე ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.