რწმენა, კულტურა, დიპლომატია - რა გადაარჩენს საქართველოს გლობალური ტურბულენტობის ეპოქაში

© video: Sputnik / Stringerმრგვალი მაგიდა
მრგვალი მაგიდა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2026
გამოწერა
თბილისში მრგვალი მაგიდა თემაზე „რელიგიისა და კულტურის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში“ გაიმართა.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. როგორ უნდა შეინარჩუნოს საქართველომ საკუთარი თავი გლობალური ზეწოლის პირობებში და რა როლს ასრულებს ამაში მართლმადიდებლური ტრადიცია, კულტურული მეხსიერება და რეგიონის მართლმადიდებელ ქვეყნებთან ურთიერთობები — ამ თემებზე პოლიტოლოგებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდის „რელიგიისა და კულტურის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში“ ფარგლებში ისაუბრეს. ღონისძიებას გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი ტატო ლასხიშვილი უძღვებოდა.
„დამნაშავე თავად ვართ“: აზროვნების კრიზისი, როგორც მთავარი საფრთხე
პოლიტოლოგმა, SIKHA Foundation-ის დამფუძნებელმა არჩილ სიხარულიძემ საუბარი პროვოკაციული თეზისით დაიწყო: საქართველოს მთავარი პრობლემა არა გარე მტრები, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარების უუნარობაა.
„საქართველოსა და რუსეთის ყველაზე დიდი პრობლემა იმის მუდმივი ძიებაა, ვის რა დააბრალონ. საქართველოში უკვე 37 წელია ერთი და იგივე მესმის: დამნაშავე ვიღაცაა — გაუგებარია ვინ, როდის, რატომ, რისთვის — ყოველთვის ვიღაც გარედან“, — განაცხადა სიხარულიძემ.
მისი თქმით, იგივე კრიზისმა მოიცვა კულტურაც: „სანამ კულტურაში რაიმე ახლის შექმნა არ შეგიძლიათ — ვერაფერს შესთავაზებთ. მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი კლოუნებს ჰგავს, რომლებიც ორივე მხრიდან სრულ სისულელეს ლაპარაკობენ“.
© photo: Sputnik / Stringerარჩილ სიხარულიძე
Арчил Сихарулидзе. Круглый стол политологов и экспертов, организованный газетой Свободная Грузия - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2026
არჩილ სიხარულიძე
იგივე მოსაზრებისაა მსახიობი და რეჟისორი რამაზ იოსელიანი: „ჩვენ საკუთარ თავში არ ვეძებთ დამნაშავეს. ყოველთვის უცხოს ვეთაყვანებით, უცხოელს საკუთარ თავზე მაღლა ვაყენებთ — და, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ჩვენი ყველა უბედურების წყარო“.
მართლმადიდებლობა, როგორც სახელმწიფოს შემქმნელი ძალა
თეოლოგიის დოქტორმა, პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა მთავარი აქცენტი ისტორიულ არგუმენტზე გააკეთა: საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში, სწორედ ქრისტიანობა იყო სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავდა ქვეყნის კულტურას, საშინაო და საგარეო მიმართულებებს.
„საქართველოსთვის ქრისტიანობა ერის პოლიტიკა იყო. სწორედ ქრისტიანობა განსაზღვრავდა ხალხის არსებობას, მის კულტურას, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის მიმართულებას“, — განაცხადა მან.
ოთარაშვილმა როგორც აღნიშნა, ევროპული სახელმწიფოებისადმი დახმარების თხოვნით ქართველი მეფეების მრავალგზის მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია. მისი თქმით, ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირი იყო არა პოლიტიკური გათვლა, არამედ იძულებითი და ერთადერთი სწორი ნაბიჯი: სწორედ მან უზრუნველყო ხალხის ფიზიკური და რელიგიური გადარჩენა.
© photo: Sputnik / Stringerვაჟა ოთარაშვილი
Важа Отарашвили. Круглый стол политологов и экспертов, организованный газетой Свободная Грузия - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2026
ვაჟა ოთარაშვილი
ამის დასტურად მან კონკრეტული ისტორიული მაგალითი მოიყვანა: 1774 წლის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი, რომლის წყალობითაც თურქების მიერ დაკავებული ციხესიმაგრეებიდან ოკუპანტები განდევნეს და ოფიციალურად აიკრძალა ტყვეეთა ბაზრებზე ქართველი ბავშვების გაყიდვა. დასავლეთ ევროპას ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია – გადამწყვეტი როლი სწორედ რუსეთის პოზიციებმა ითამაშა.
ოთარაშვილის ისტორიულ არგუმენტს დისკუსიის მონაწილეებმა კულტურული განზომილებაც დაამატეს. პუბლიცისტმა და სმირნოვების სახლ-მუზეუმის დირექტორმა ბაია ამაშუკელმა აღნიშნა, რომ ფორმულა „ხარ ქართველი, ესე იგი ხარ მართლმადიდებელი“ – არა იდეოლოგიური ლოზუნგი, არამედ ისტორიული რეალობაა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მან ილია ჭავჭავაძის სიტყვები დაამოწმა: ენა, მამული, სარწმუნოება – სამი ბურჯი, რომელზეც ქართული იდენტობა დგას.
„ამან ჩემში განსაკუთრებული მოტივაცია გააჩინა, მეძებნა გზები და გამოსავალები, რომლებიც ჩემს ქვეყანას გარდაუვალ წარმატებას მოუტანს“, — განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მართლმადიდებლური ტრადიციის უწყვეტობის თემა გააგრძელა ევგენი პრიმაკოვის სახელობის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელმაც პირადი მაგალითი მოიყვანა. აშშ-ში, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ფესტივალზე მან წაიკითხა ბუკლეტი, სადაც თითოეული კონფესიის ისტორია სხვადასხვანაირად იყო გადმოცემული, ხოლო მართლმადიდებლობა – როგორც თავად ქრისტეს მიერ დაფუძნებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული სარწმუნოება.
„ამან ჩემში განსაკუთრებული მოტივაცია გააჩინა, მეძებნა გზები და გამოსავლები, რომლებიც ჩემს ქვეყანას გარდაუვალ წარმატებას მოუტანს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ევროპული არჩევანი და მისი საზღვრები
დისკუსიის მონაწილეებმა ერთმანეთისგან გამიჯნეს ევროპული კულტურული ტრადიცია და ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი. პირველისადმი პატივისცემის მიუხედავად, მათ ეჭვქვეშ დააყენეს მეორე.
არჩილ სიხარულიძემ ყურადღება გაამახვილა წინააღმდეგობაზე, რომელიც მას გადაუჭრელად მიაჩნია: „არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველო იყოს ტრადიციული მართლმადიდებელი ქვეყანა და ამავე დროს მიდიოდეს ევროპისკენ? ეს იგივეა, გინდოდეს შზღვაში ცურვა, მაგრამ ისე, რომ წყალში არ შეხვიდე“.
მისი თქმით, პრობლემა არა თავად ევროპულ ინტეგრაციაში, არამედ იმაშია, რომ საქართველომ ერთმანეთში აურია „პატრონი“ და „მამა“: „გეოპოლიტიკური პატრონი ისაა, ვინც გიცავს. ხოლო ვინც პიროვნებად გზრდის – ეს უკვე სხვა ისტორიაა. ბრიუსელში არასდროს უთქვამთ: „ჩვენ გასწავლით, როგორ იცხოვროთო“. ეს თავად ქართველებმა აღიქვეს ასე“.
© photo: Sputnik / Stringerბაია ამაშუკელი
Байя Амашукели. Круглый стол политологов и экспертов, организованный газетой Свободная Грузия - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2026
ბაია ამაშუკელი
თანამედროვე ევროპასთან ღირებულებითი განსხვავებების შესახებ საუბარი უფრო ემოციურ ჭრილში გააგრძელა ბაია ამაშუკელმა: „ის ევროპა, რომელიც ჩვენ გვიყვარდა და პატივს ვცემდით, უკვე აღარ არის ისეთი. ის, რასაც ისინი დღეს მორალის თვალსაზრისით გვთავაზობენ, ქრისტიანული ზნეობის პოზიციიდან აბსოლუტურად მიუღებელია“.
თუ ამაშუკელი უპირატესად თანამედროვე ევროპასთან მორალურ და ღირებულებით გაუცხოებაზე საუბრობდა, ვაჟა ოთარაშვილმა ყურადღება ამ პროცესების პრაქტიკულ შედეგებზე გაამახვილა. მისი თქმით, დემოგრაფიულ კრიზისზე დასავლეთის პასუხი მასობრივი მიგრაციაა, მაშინ როდესაც ქართული მართლმადიდებლური მიდგომა ეთნიკური და რელიგიური იდენტობის შენარჩუნებას ეფუძნება.
„იმ ისტორიულ ტაძრებში – პარხალში, იშხანში, დოლისყანაში, ოთხთა ეკლესიასა და ოშკში – ჩვენ სანთლის დანთებაც კი არ შეგვიძლია. ამაზე ჯარიმაა დაწესებული“, – დამსწრეებს შეახსენა ოთარაშვილმა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული მართლმადიდებლური მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ.
ახალი პატრიარქი: ოთხი სიგნალი
ცალკე თემად იქცა სრულიად საქართველოს ახალი კათალიკოს-პატრიარქ შიო III-ის როლისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე მისი შესაძლო გავლენის განხილვა.
არჩილ სიხარულიძემ წამოაყენა წინადადება, რომ შიო მესამის პირველი საჯარო გამოსვლები განხილულ იქნას, როგორც ერთგვარი პოლიტიკური პროგრამა: „მე ამაზე დავწერდი სტატიას სათაურით „ოჯახის პატრიარქი და არა ევროპის პატრიარქი“.
მისი ანალიზის მიხედვით, პარტიარქმა ოთხი მკაფიო სიგნალი გააჟღერა:
პირველი — პოზიციონირება გლობალურ იდეოლოგიურ ბრძოლაში: ოჯახის ტრადიციული გაგება გენდერული თეორიების წინააღმდეგ;
მეორე — როლების კლასიკური ფორმულა: კაცი სამშობლოს იცავს, ქალი ოჯახურ კერას ინახავს;
მესამე — დემოგრაფიული პრიორიტეტი: თუ მართლმადიდებელი ეთნიკური ქართველების შობადობა არ გაიზრდება, ქვეყანას სხვები დაიკავებენ;
მეოთხე — ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შიო, შესაძლოა, ბუნებრივ მოკავშირედ იქცეს კონსერვატიული მეზობლებისთვის — აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანისა და თურქეთისთვის, რადგან კონსერვატიზმი, კონფესიების მიუხედავად, აერთიანებს.
„ჩემი მუსლიმი კოლეგები ამბობენ: ჩვენ ხელს გვაძლევს საქართველოში მართლმადიდებლობის ზრდა, რადგან მუსლიმებიც კონსერვატორი ადამიანები არიან“, – აღნიშნა სიხარულიძემ.
თუ სიხარულიძე ახალი პატრიარქის ფიგურის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მნიშვნელობაზე საუბრობდა, ბაია ამაშუკელმა ყურადღება მისგან მიღებულ ადამიანურ შთაბეჭდილებაზე გაამახვილა: „მე ვნახე მისი თვალები. მას ესმის ეს პასუხისმგებლობა. ცხრა წელი ტყუილად არ ადევნებდა თვალყურს. მან თითოეული ოჯახის გენეალოგია შეისწავლა, რათა საგვარეულოში არცერთი ლაქა არ ყოფილიყო“.
ვაჟა ოთარაშვილმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორი კრიტიკის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეს ახალი პატრიარქი, შიო III, იგი მაინც წინ წავა. მისი თქმით, პატრიარქი ილია მეირე ოთხჯერ იყო დევნის ობიექტი - სწორედ იმიტომ, რომ მისი პოზიცია გარკვეული ძალებისთვის აუტანელი იყო.
კულტურა, როგორც დაკარგული საყრდენი
რამაზ იოსელიანმა საუბარი კვლავ კულტურაზე გადაიტანა. იმ კულტურაზე, რომელიც ოდესღაც ცოცხალი და ნამდვილი იყო და რომელიც თანდათან ქრება.
„ყველაფერი კარგი, რაც სტუდენტობის წლებიდან მახსოვს – კულტურა, ლიტერატურა, ფერწერა, მუსიკაა. რუსეთი ჩვენთვის უმდიდრესი წყარო იყო და ჩვენც – მათთვის. სამწუხაროა, რომ ეს ურთიერთობები აღარ გვაქვს. და ამაშიც ისევ თავად ჩვენ ვართ დამნაშავე – ვიღაც იდიოტი პოლიტიკოსები ამღვრევენ წყალს, ხალხი კი რა შუაშია?“
© photo: Sputnik / Stringerრამაზ იოსელიანი
Рамаз Иоселиани. Круглый стол политологов и экспертов, организованный газетой Свободная Грузия - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2026
რამაზ იოსელიანი
მან ასევე ისაუბრა თავის მასწავლებლებზე, სტანისლავსკის სისტემაზე, რუს კოლეგებთან ერთად გადაღებულ ფილმებზე და იმაზე, რომ ეს სკოლა, ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ასევე იმის თაობაზე, რომ დღევანდელი განათლება კატასტროფაა — მისი შვილიშვილები უკვე ინგლისურად უკვე ინგლისურად აზროვნებენ და შემდეგ ქართულად თარგმნიან.
იოსელიანის მოსაზრებები კულტურული მემკვიდრეობითობის შესახებ ბაია ამაშუკელმაც გაიზიარა: „როდესაც ჩვენ III-IV საუკუნეებში კოლხეთის აკადემია გვქონდა, შემდეგ კი გელათის აკადემია — ჩვენს ეკლესიას ცოდნის გამო ადამიანები კოცონზე არასდროს დაუწვავს, როგორც ამას დასავლური ინკვიზიცია აკეთებდა. იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროპაში მოგვწონდა, პატივს ვცემდით. თუმცა, რასაც ისინი ახლა მორალური თვალსაზრისით გვთავაზობენ, მიუღებელია“.
არჩილ სიხარულიძემ პრობლემას პედაგოგიური კუთხით შეხედა: „ახალგაზრდებს არ უნდა ვუთხრათ, რომ მათ არაფერი იციან. მათ ჯერ ქართული კულტურა უნდა მივცეთ, შემდეგ ევროპული და არჩევანის საშუალება დავუტოვოთ“. მან გაიხსენა ლექტორი, რომელმაც აუდიტორიაში შესვლისთანავე სტუდენტებს პირდაპირ გაუნათლებლები უწოდა. „პირველი, რაც გავიფიქრე, იყო: ჯერ არაფერი გამიკეთებია, მაგრამ უკვე მსაყვედურობენ. ეს სისტემა თქვენვე შექმენით, მე რატომ ვარ დამნაშავე?“
ქართულ-რუსული ურთიერთობები: დრო სახალხო დიპლომატიისთვის
ყველა გამოსვლას საერთო ხაზად გასდევდა ქართულ-რუსული ურთიერთობების თემა – არა როგორც პოლიტიკური აბსტრაქცია, არამედ როგორც ცოცხალი კულტურული და სულიერი სივრცე.
© photo: Sputnik / Stringerდიმიტრი ლორთქიფანიძე
Дмитрий Лорткипанидзе. Круглый стол политологов и экспертов, организованный газетой Свободная Грузия - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2026
დიმიტრი ლორთქიფანიძე
დიმიტრი ლორთქიფანიძემ ქართულ-რუსულ ჰუმანიტარულ ურთიერთობებს „დიდი გადატვირთვის ფლაგმანი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ურთიერთობების 2008 წლის გაწყვეტა ხელოვნურად იყო პროვოცირებული: „ეს იყო მიზანმიმართული ჰუმანიტარული დარტყმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, რომელიც არასოდეს უნდა აღდგენილიყო“.
„ასე ერთბაშად ყველაფრის გაწყვეტა შეუძლებელია. საუბარი არაფერს უშლის ხელს. როგორც კი დიალოგის თემას შეეხები, მაშინვე ყვირიან, „პრორუსულიო“. მაგრამ ერეკლე II ჩალმას იმიტომ იკეთებდა, რომ დიპლომატია ამას მოითხოვდა და ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე უარი თქვა“.
აღნიშნულ თემას შეეხო ბაია ამაშუკელიც. როგორც მან განაცხადა, მუზეუმში ბელა ახმადულინას მოგონებების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, ხოლო ბევრი რუსული ოჯახი ათწლეულების განმავლობაში ახლოს იყო მის ოჯახთან.
„ასე უცებ ყველაფრის გაწყვეტა არ შეიძლება. საუბარი ხელს არაფერს უშლის. როგორც კი დიალოგის თემას შეეხები, მაშინვე ყვირიან: „პრორუსიო“. თუმცა ერეკლე II ჩალმას იხურავდა, რადგან დიპლომატია ამას მოითხოვდა – ეს არ ნიშნავს, რომ მან საკუთარ თავზე უარი თქვა“.
ვაჟა ოთარაშვილი კიდევ უფრო მკვეთრად გამოეხმაურა საკითხს: „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და მჭიდრო კავშირი არის ის, რაც აუცილებელია. მიმაჩნია, რომ ორი მართლმადიდებელი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება მასონური ძალების უდიდესი დანაშაულია. ეს არც რუსეთს აძლევს ხელს და არც საქართველოს“.
რამაზ იოსელიანმა ეს თემა დაასრულა სიტყვებით, რომლებშიც პირადი და პოლიტიკური ერთმანეთს შეერწყა: „ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ამ ჰორიზონტზე ერთადერთი მართლმადიდებელი მეზობლები ვართ. ნაცვლად იმისა, რომ პატივი ვცეთ ერთმანეთს და ერთად ვიყოთ, რაღაც ურთიერთსიძულვილში ვიმყოფებით. მტერი ძალიან კარგად იყენებს ამ გაუცხოებას. ამაზე მეტის თქმის უფლებას ჩემი ტკივილი არ მაძლევს“.
აქცენტებისა და პროფესიული შეხედულებების განსხვავების მიუხედავად, მრგვალი მაგიდის მონაწილეები რამდენიმე პრინციპულ საკითხზე შეთანხმდნენ: კულტურულ-რელიგიური იდენტობა არის არა არქაიზმი, არამედ გადარჩენის რესურსი გლობალური ტურბულენტობის ეპოქაში. დიალოგი ყველა დონეზე - სახალხო დიპლომატიიდან პოლიტიკურამდე — აუცილებელი და გარდაუვალია, ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს კი აკისრია ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც მისი წინამორბედის პასუხისმგებლობის ტოლფასია.
ყველა ახალი ამბავი
0