https://sputnik-georgia.com/20260525/deputatebma-braldebebi-uarkves-298824319.html
პარლამენტარებმა ირანულ სტრუქტურებთან საქართველოს კავშირების შესახებ ბრალდებები უარყვეს
პარლამენტარებმა ირანულ სტრუქტურებთან საქართველოს კავშირების შესახებ ბრალდებები უარყვეს
Sputnik საქართველო
ხელისუფლების შეფასებით, ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ამოწურა შიდაპოლიტიკური არგუმენტები და შეგნებულად ავრცელებს ყალბ ამბებს. 25.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-25T17:39+0400
2026-05-25T17:39+0400
2026-05-25T19:24+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ირანი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_bc60da9e7efa3ef6250d4045ee4209f9.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა მტრული და პროვოკაციული უწოდეს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon-ის სტატიას, რომელშიც საქართველო წარმოდგენილია ირანელთა რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების პლატფორმად. პუბლიკაცია ეყრდნობა ქართული ოპოზიციის მხარდამჭერების –ჯო უილსონის, ლუკ კოფის და ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებს, რომელიც ირწმუნება, რომ Al-Mustafa International University-ს, რომლის წინააღმდეგაც აშშ-მ 2020 წელს სანქციები დააწესა, საქართველოში სამი კამპუსი აქვს, სადაც თითქოს ტერორისტების მომზადება მიმდინარეობს. მისი თქმით, ოპოზიციამ უკვე ამოწურა ყველა არგუმენტი და არ შესწევს უნარი საზოგადოებაში დაძაბულობა შეინარჩუნოს. პუბლიკაციას საქართველოს მიმართ მტრობის გამოვლინება უწოდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემაც. „ის ფაქტი, რომ იგი ამბობს, თითქოსდა თბილისი უახლოვდება თეირანს, ეს არის პირდაპირი მტრობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მისი მიზანია ქვეყნის რეპუტაციის შელახვა, ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის პროცესების გამწვავება. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია“, - აღნიშნა ბერაძემ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციონერები საქართველოში ტერორიზმის სკოლების არსებობაზე საუბრობენ. წლის დასაწყისში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული უნივერსიტეტი, რომელსაც ირანი უჭერს მხარს და ფაქტობრივად „ტერორისტების სკოლას“ წარმოადგენს. გარდა ამისა, მედიაში გამოჩნდა ჰადსონის ინსტიტუტის (Hudson Institute) კვლევა, რომლის თანაავტორიც არის ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკი. მასში ნათქვამია, რომ ირანი გეგმაზომიერად და ორგანიზებულად აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_070c810b341c55515ea6bf001c9baac7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ირანი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ირანი , ახალი ამბები
პარლამენტარებმა ირანულ სტრუქტურებთან საქართველოს კავშირების შესახებ ბრალდებები უარყვეს
17:39 25.05.2026 (განახლებულია: 19:24 25.05.2026) ხელისუფლების შეფასებით, ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ამოწურა შიდაპოლიტიკური არგუმენტები და შეგნებულად ავრცელებს ყალბ ამბებს.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა მტრული და პროვოკაციული უწოდეს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon-ის სტატიას, რომელშიც საქართველო წარმოდგენილია ირანელთა რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების პლატფორმად.
პუბლიკაცია ეყრდნობა ქართული ოპოზიციის მხარდამჭერების –ჯო უილსონის, ლუკ კოფის და ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებს, რომელიც ირწმუნება, რომ Al-Mustafa International University-ს, რომლის წინააღმდეგაც აშშ-მ 2020 წელს სანქციები დააწესა, საქართველოში სამი კამპუსი აქვს, სადაც თითქოს ტერორისტების მომზადება მიმდინარეობს.
„მტკიცებულებები რომ ჰქონდეთ, თუნდაც ირიბი, საჯაროდ არ გამოაქვეყნებდნენ? რა თქმა უნდა გამოაქვეყნებდნენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ უკვე ამოწურა ყველა არგუმენტი და არ შესწევს უნარი საზოგადოებაში დაძაბულობა შეინარჩუნოს.
„მათ ეუბნებიან - გამოგვეცალა დაძაბულობის მუხტი, არგუმენტები და ახლა უნდა თქვათ, რომ იქ ტერორისტი იზრდება, იქ ტერორიზმის სასწავლებლებია. რატომ? იმიტომ რომ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის დალაგების პროცესი ამათთვის არის კოშმარი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
პუბლიკაციას საქართველოს მიმართ მტრობის გამოვლინება უწოდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემაც.
„ის ფაქტი, რომ იგი ამბობს, თითქოსდა თბილისი უახლოვდება თეირანს, ეს არის პირდაპირი მტრობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მისი მიზანია ქვეყნის რეპუტაციის შელახვა, ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის პროცესების გამწვავება. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია“, - აღნიშნა ბერაძემ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციონერები საქართველოში ტერორიზმის სკოლების არსებობაზე საუბრობენ. წლის დასაწყისში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული უნივერსიტეტი, რომელსაც ირანი უჭერს მხარს და ფაქტობრივად „ტერორისტების სკოლას“ წარმოადგენს.
გარდა ამისა, მედიაში გამოჩნდა ჰადსონის ინსტიტუტის (Hudson Institute) კვლევა, რომლის თანაავტორიც არის ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკი. მასში ნათქვამია, რომ ირანი გეგმაზომიერად და ორგანიზებულად აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.