https://sputnik-georgia.com/20260524/volski-kandelakis-kvlevas-exmaureba-298807123.html
ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა: ვოლსკი კანდელაკის მიერ მომზადებულ ანგარიშზე
ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა: ვოლსკი კანდელაკის მიერ მომზადებულ ანგარიშზე
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, წლების განმავლობაში არ შეცვლილა მიზანი – ვიღაც რევოლუციას ცდილობს, ვიღაც პროპაგანდისტული მხრიდან უტევს საკუთარ ქვეყანას. 24.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-24T21:00+0400
2026-05-24T21:00+0400
2026-05-24T21:00+0400
საქართველო
აშშ
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_0:149:2400:1499_1920x0_80_0_0_8229becadecc2926eb1a0b2aed45cac5.jpg
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. ეს არის მორიგი ანტიქართული განცხადება და დაფინანსებული კამპანია, რომლითაც ცდილობენ საქართველოს ზიანი მიაყენონ, ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოცემა Washington Free Beacon-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას. გამოცემამ ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ქართული კოშმარი“: ოდესღაც აშშ-ის ერთგული მოკავშირე ახლა ირანის კლიენტი სახელმწიფოა“. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს რესპუბლიკა, რომელიც ოდესღაც აშშ-ის ძლიერი მოკავშირე იყო, პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ირანის კლიენტ სახელმწიფოდ გადაიქცა. გარდა ამისა მედიასაშუალება საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს და წერს, რომ თბილისი ირანელთა რეკრუტირების და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.მისი თქმით, გიორგი კანდელაკი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სივრცეში დეზინფორმაციის მიმართულების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც ეწევა მოღალატეობრივ საქმიანობას და ემსახურება საქართველოსთვის ზიანის მიყენების ინტერესებს.„აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც არ შეცვლილა წლების განმავლობაში – ვიღაც რევოლუციას ცდილობს, ვიღაც სისხლისღვრის ორგანიზებას და ვიღაც ცდილობს, პროპაგანდისტული მხრიდან შეუტიოს საკუთარ ქვეყანას. ყოველთვის იდგა ქვეყნის დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობის ამოცანა, მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის და კონკრეტული ამოცანების შესრულების, რომელიც საქართველოს ეკონომიკური და ფიზიკური ნგრევის წინაპირობა იქნება", - განაცხადა პოლიტიკოსმა.როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეს კამპანია ემსახურება „ომის პარტიის“, ე.წ. Deep State-ისა თუ სხვადასხვა ოლიგარქიული ჯგუფების ინტერესებს, რათა ზიანი მიადგეს საქართველოს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში შექმნილია სპეციალური ინსტიტუტი და სამსახური, სადაც ადამიანები დასაქმებული არიან საქართველოს ინტერესების საზიანო მიმართულებებით მუშაობისთვის.ვიცე-სპიკერის განცხადებით, მსგავსი „ინსტიტუტების“ მიზანია დასავლ პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა მოგონილი თემებით, როგორიცაა საქართველოში ირანული ტერორისტული ცენტრების არსებობა.მიმდინარე წლის მარტში თავდაცვის ექს-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც მხარს უჭერს ირანს და ფაქტობრივად „ტერორისტების სკოლას“ წარმოადგენს. მედიაში ასევე გავრცელდა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა, რომლის თანაავტორიც ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკი იყო. კვლევაში აღნიშნულია, რომ ირანი საქართველოში გეგმაზომიერად და ორგანიზებულად „აფართოებს გავლენას და გავლენის ინფრასტრუქტურას“.აღნიშნული განცხადების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სუს-ში გამოკითხვაზე სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_302:151:2234:1600_1920x0_80_0_0_168f5648a3b7f42291f3d631477df82a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა: ვოლსკი კანდელაკის მიერ მომზადებულ ანგარიშზე
დეპუტატის თქმით, წლების განმავლობაში არ შეცვლილა მიზანი – ვიღაც რევოლუციას ცდილობს, ვიღაც პროპაგანდისტული მხრიდან უტევს საკუთარ ქვეყანას.
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. ეს არის მორიგი ანტიქართული განცხადება და დაფინანსებული კამპანია, რომლითაც ცდილობენ საქართველოს ზიანი მიაყენონ, ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოცემა Washington Free Beacon-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.
გამოცემამ ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ქართული კოშმარი“: ოდესღაც აშშ-ის ერთგული მოკავშირე ახლა ირანის კლიენტი სახელმწიფოა“. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს რესპუბლიკა, რომელიც ოდესღაც აშშ-ის ძლიერი მოკავშირე იყო, პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ირანის კლიენტ სახელმწიფოდ გადაიქცა. გარდა ამისა მედიასაშუალება საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს და წერს, რომ თბილისი ირანელთა რეკრუტირების და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
„ის, რომ საქართველოში კამპუსებია და აქ ტერორისტები მზადდებიან, მოგონილი თემაა იმისთვის, რომ დაიწეროს ზუსტად ისეთი სტატია, რომელიც ცნობილი ჯო უილსონის კარნახით არის ჩამოყალიბებული. ეს სტრატეგია გრძელდება. ადრე ჩინეთი იყო დღის წესრიგში, ახლა ირანია. ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა - ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი“, - განაცხადა ვოსლკიმ.
მისი თქმით, გიორგი კანდელაკი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სივრცეში დეზინფორმაციის მიმართულების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც ეწევა მოღალატეობრივ საქმიანობას და ემსახურება საქართველოსთვის ზიანის მიყენების ინტერესებს.
„აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც არ შეცვლილა წლების განმავლობაში – ვიღაც რევოლუციას ცდილობს, ვიღაც სისხლისღვრის ორგანიზებას და ვიღაც ცდილობს, პროპაგანდისტული მხრიდან შეუტიოს საკუთარ ქვეყანას. ყოველთვის იდგა ქვეყნის დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობის ამოცანა, მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის და კონკრეტული ამოცანების შესრულების, რომელიც საქართველოს ეკონომიკური და ფიზიკური ნგრევის წინაპირობა იქნება", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეს კამპანია ემსახურება „ომის პარტიის“, ე.წ. Deep State-ისა თუ სხვადასხვა ოლიგარქიული ჯგუფების ინტერესებს, რათა ზიანი მიადგეს საქართველოს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში შექმნილია სპეციალური ინსტიტუტი და სამსახური, სადაც ადამიანები დასაქმებული არიან საქართველოს ინტერესების საზიანო მიმართულებებით მუშაობისთვის.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, მსგავსი „ინსტიტუტების“ მიზანია დასავლ პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა მოგონილი თემებით, როგორიცაა საქართველოში ირანული ტერორისტული ცენტრების არსებობა.
მიმდინარე წლის მარტში თავდაცვის ექს-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც მხარს უჭერს ირანს და ფაქტობრივად „ტერორისტების სკოლას“ წარმოადგენს. მედიაში ასევე გავრცელდა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა, რომლის თანაავტორიც ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკი იყო. კვლევაში აღნიშნულია, რომ ირანი საქართველოში გეგმაზომიერად და ორგანიზებულად „აფართოებს გავლენას და გავლენის ინფრასტრუქტურას“.
აღნიშნული განცხადების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სუს-ში გამოკითხვაზე სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.