Tbilisi Art Fair – თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა „ექსპო ჯორჯიაში“

ExpoGeorgia - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2026
გამოწერა
ბაზრობა სტუმრებს 24 მაისის 12:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა Tbilisi Art Fair (TAF) 2026 იმართება.
რიგით მეხუთე საიუბილეო გამოფენა-ბაზრობა, რომელიც 21 მაისს გაიხსნა, კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელოვნებო სცენებს აერთიანებს.
დღეს გამოფენას თბილისის მერი კახა კალაძე მერიის „საჯარო ხელოვნების ფონდის“ დირექტორ ლიკა ჭკუასელთან ერთად ესტუმრა - ფონდი აღნიშნული ბაზრობის მონაწილეა.
„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ სტენდზე წარმოდგენილია ფონდის 2024–2026 წლების პროგრამის შეჯამება. კერძოდ, ასახულია როგორც შესრულებული პროექტები, ასევე მიმდინარე სიახლეები და ინიციატივები, რომლებიც 2026 წლის ბოლომდე განხორციელდება.
TAF 2026-ზე წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო 35 გალერეა და კურატორული პლატფორმა, ხოლო დამოუკიდებელი არტისტების სექცია The Hive აერთიანებს 8 ქვეყნიდან 42 არტისტს - მათ შორის 31 ქართველსა და 11 საერთაშორისო მონაწილეს - მონაწილე საერთაშორისო არტისტებსა და გალერეებს შორის არიან Pentti Sammallahti, Masao Yamamoto, Kristoffer Albrecht და სხვები.
გამოფენების გარდა, ბაზრობა მოიცავს პერფორმანსებს, ვორქშოპებს, Taf Talks და სხვა ტიპის აქტივობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სცენებს შორის ურთიერთთანამშრომლობას წაახალისებს.
ბაზრობა სტუმრებს 24 მაისის 12:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0