https://sputnik-georgia.com/20260524/saqartvelo-warmatebit-kidis-lokokinebs-298803674.html
საქართველო წარმატებით ყიდის ლოკოკინებს საზღვარგარეთ - უახლესი მონაცემები
საქართველო წარმატებით ყიდის ლოკოკინებს საზღვარგარეთ - უახლესი მონაცემები
Sputnik საქართველო
2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა ოთხჯერ, ხოლო ღირებულება - შვიდჯერ გაიზარდა. 24.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-24T14:33+0400
2026-05-24T14:33+0400
2026-05-24T14:33+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1b/249081554_0:179:1000:742_1920x0_80_0_0_b7cd748cae5f8699f91b4a39cbd0eb0f.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველომ 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ექსპორტზე 479 ათასი დოლარის ღირებულების 226 ტონა ლოკოკინა გაიტანა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა ოთხჯერ, ხოლო ღირებულება - შვიდჯერ გაიზარდა.ქართული ლოკოკინების მთავარი მომხმარებელი თურქეთია, სადაც 198 ტონა ლოკოკინის ექსპორტი განხორციელდა, შემდეგ მოდის საფრანგეთი - 28 ტონა.ლოკოკინების წარმოება ქართველი ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი სფეროა – ერთი ჰექტარიდან შემოსავალი რამდენიმე ათეული ათასი ევროა.2025 წელს ექსპორტის მოცულობამ 571 ტონა შეადგინა.საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებსაც 2021 წელს ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტის უფლება აქვთ. სიაში საქართველოს შეყვანას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და პროდუქტის ხარისხის კონტროლის ღონისძიებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1b/249081554_11:0:1000:742_1920x0_80_0_0_1c6b17e1a216c8bedaa3ad93d3f4ec8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო წარმატებით ყიდის ლოკოკინებს საზღვარგარეთ - უახლესი მონაცემები
2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა ოთხჯერ, ხოლო ღირებულება - შვიდჯერ გაიზარდა.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველომ 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ექსპორტზე 479 ათასი დოლარის ღირებულების 226 ტონა ლოკოკინა გაიტანა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა ოთხჯერ, ხოლო ღირებულება - შვიდჯერ გაიზარდა.
ქართული ლოკოკინების მთავარი მომხმარებელი თურქეთია, სადაც 198 ტონა ლოკოკინის ექსპორტი განხორციელდა, შემდეგ მოდის საფრანგეთი - 28 ტონა.
ლოკოკინების წარმოება ქართველი ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი სფეროა – ერთი ჰექტარიდან შემოსავალი რამდენიმე ათეული ათასი ევროა.
2025 წელს ექსპორტის მოცულობამ 571 ტონა შეადგინა.
საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებსაც 2021 წელს ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტის უფლება აქვთ. სიაში საქართველოს შეყვანას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და პროდუქტის ხარისხის კონტროლის ღონისძიებები.