https://sputnik-georgia.com/20260524/rusetma-ukrainashi-ierishi-ganaxorciela-298807867.html
რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმა განახორციელა
რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმა განახორციელა
Sputnik საქართველო
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ციფრული ინფორმაციის სამინისტროს ონლაინ-რუკის მონაცემებით, გასულ ღამესა და დილით საჰაერო განგაში უკრაინის მთელ... 24.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-24T22:35+0400
2026-05-24T22:35+0400
2026-05-24T22:35+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/09/296574943_0:76:1009:644_1920x0_80_0_0_e6ac423f3dce1a9aec1e5b5085b11a46.jpg
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. რუსეთმა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენებით მასირებული დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურმა გაავრცელა.სამხედრო უწყების ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული იერიში იყო პასუხი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ფედერაციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებზე. რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს რაკეტები: „ორეშნიკი“, „ისკანდერი“, „კინჟალი“ და „ცირკონი“.გარდა ამისა, დარტყმის განხორციელებისას გამოყენებულ იქნა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ციფრული ინფორმაციის სამინისტროს ონლაინ-რუკის მონაცემებით, გასულ ღამესა და დილით საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში მდებარე კოლეჯზე მიტანილ დარტყმაზე რუსეთის მკაცრი პასუხის შესახებ კვირას უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა განაცხადა. 22 მაისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა განახორციელეს ლუგანსკის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტარობელსკის კოლეჯის სასწავლო კორპუსსა და საერთო საცხოვრებელზე. თავდასხმის მომენტში საერთო საცხოვრებელში 14-დან 18 წლამდე 86 სტუდენტი იმყოფებოდა. ცნობილია, რომ დაიღუპა 21 სტუდენტი, ხოლო 42-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა „აღნიშნული დანაშაულის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება“, ასევე შესაბამისი დავალება მისცა სამხედროებს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/09/296574943_150:0:1009:644_1920x0_80_0_0_106f6aaf6fb1594a47905151932e9960.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმა განახორციელა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ციფრული ინფორმაციის სამინისტროს ონლაინ-რუკის მონაცემებით, გასულ ღამესა და დილით საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. რუსეთმა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენებით მასირებული დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
სამხედრო უწყების ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული იერიში იყო პასუხი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ფედერაციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებზე. რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს რაკეტები: „ორეშნიკი“, „ისკანდერი“, „კინჟალი“ და „ცირკონი“.
„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მასირებული დარტყმა განახორციელეს ბალისტიკური რაკეტებით „ორეშნიკი“, „ისკანდერი“, „კინჟალი“ და „ცირკონი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, დარტყმის განხორციელებისას გამოყენებულ იქნა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ციფრული ინფორმაციის სამინისტროს ონლაინ-რუკის მონაცემებით, გასულ ღამესა და დილით საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში მდებარე კოლეჯზე მიტანილ დარტყმაზე რუსეთის მკაცრი პასუხის შესახებ კვირას უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა განაცხადა.
22 მაისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა განახორციელეს ლუგანსკის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტარობელსკის კოლეჯის სასწავლო კორპუსსა და საერთო საცხოვრებელზე. თავდასხმის მომენტში საერთო საცხოვრებელში 14-დან 18 წლამდე 86 სტუდენტი იმყოფებოდა. ცნობილია, რომ დაიღუპა 21 სტუდენტი, ხოლო 42-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა „აღნიშნული დანაშაულის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება“, ასევე შესაბამისი დავალება მისცა სამხედროებს.