გრძელი გზა სახლისკენ: გადაშენების პირას მყოფი მთის ბონგოები კენიაში დაბრუნდნენ
გრძელი გზა სახლისკენ: გადაშენების პირას მყოფი მთის ბონგოები კენიაში დაბრუნდნენ
Sputnik საქართველო
Sputnik-ის ფოტოგალერეაში იხილეთ თუ როგორ ჩაიყვანეს ევროპიდან კენიაში ოთხი ახალგაზრდა მამრი მთის ბონგო — აფრიკის ტყის ბინადართაგან ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი... 24.05.2026-ს, Sputnik საქართველო
ჩეხეთის დვურ-კრალოვე-ნად-ლაბემის ზოოპარკიდან აფრიკული ანტილოპების უიშვიათესი სახეობის ოთხი წარმომადგენელი ჩაიყვანეს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პოპულაციის აღდგენის ეროვნულ პროგრამაში. აპრილის ბოლოს ნაირობის აეროპორტში გამართული დახვედრის ცერემონია მაქსიმალურად საზეიმო აღმოჩნდა: ანტილოპებს კენიის პრემიერ-მინისტრი მუსალია მუდავადი, ტურიზმის მინისტრი რებეკა მიანო და ჩეხეთის ელჩი დახვდნენ. კენიის პრემიერმა ანტილოპების დაბრუნებას „კენიის ბუნებისდაცვით მოგზაურობაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი" უწოდა და ყველას შეახსენა, რომ ველურ ბუნებაში 100-ზე ნაკლები მთის ბონგოა დარჩენილი.
Sputnik-ის ფოტოგალერეაში იხილეთ თუ როგორ ჩაიყვანეს ევროპიდან კენიაში ოთხი ახალგაზრდა მამრი მთის ბონგო — აფრიკის ტყის ბინადართაგან ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობა
ჩეხეთის დვურ-კრალოვე-ნად-ლაბემის ზოოპარკიდან აფრიკული ანტილოპების უიშვიათესი სახეობის ოთხი წარმომადგენელი ჩაიყვანეს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პოპულაციის აღდგენის ეროვნულ პროგრამაში.
აპრილის ბოლოს ნაირობის აეროპორტში გამართული დახვედრის ცერემონია მაქსიმალურად საზეიმო აღმოჩნდა: ანტილოპებს კენიის პრემიერ-მინისტრი მუსალია მუდავადი, ტურიზმის მინისტრი რებეკა მიანო და ჩეხეთის ელჩი დახვდნენ. კენიის პრემიერმა ანტილოპების დაბრუნებას „კენიის ბუნებისდაცვით მოგზაურობაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი" უწოდა და ყველას შეახსენა, რომ ველურ ბუნებაში 100-ზე ნაკლები მთის ბონგოა დარჩენილი.
ისინი გამოირჩევიან მკვეთრი წაბლისფერ-ჟღალი შეფერილობით, რომელსაც გვერდებზე გასდევს კონტრასტული, თხელი თეთრი ვერტიკალური ზოლები - თითის ანაბეჭდის მსგავსი, რომელიც თითოეული ინდივიდისთვის უნიკალურია.