https://sputnik-georgia.com/20260523/zaxarovan-tyulili-uwoda-gancxadebas-titqos-ramit-kolejze-dartyma-ar-gamxorcielebula-298794643.html
ზახაროვამ სიცრუე უწოდა განცხადებას, თითქოს ღამით კოლეჯზე დარტყმა არ განხორციელებულა
ზახაროვამ სიცრუე უწოდა განცხადებას, თითქოს ღამით კოლეჯზე დარტყმა არ განხორციელებულა
Sputnik საქართველო
რუსეთში აკრედიტებულ ყველა უცხოელი კორესპონდენტი ლუგანსკის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგედიის ადგილის დათვალიერებას შეძლებს 23.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-23T15:00+0400
2026-05-23T15:00+0400
2026-05-23T15:00+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/15/293853708_0:66:3072:1794_1920x0_80_0_0_8d3e832ef16c29cea2f5c3098b06df45.jpg
თბილისი, 23 მაისი - Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მტკნარი სიცრუე უწოდა გაეროს უშიშროების საბჭოში გავრცელებულ განცხადებას, თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში მდებარე კოლეჯზე დარტყმები არ განხორციელებულა.„იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოში დასავლელებმა, კერძოდ, ღირსებადაკარგულმა ლატვიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაავრცელა აშკარა ტყუილი, თითქოსსტარობელსკის კოლეჯზე უკრაინის შეიარაღებულ ძალების დარტყმები არ ყოფილა, ჩვენ ვაორგანიზებთ ტრაგედიის ადგილზე ვიზიტს მოსკოვში აკრედიტებული კორესპონდენტებისთვის. იმედი მაქვს, BBC-სა და CNN-ს შვებულება არ ექნებათ“, - დაწერა ზახაროვამ თავის Telegram არხზე.LPR-ის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეუტიეს სტარობელსკში ლუგანსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის აკადემიურ შენობასა და საერთო საცხოვრებელს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით დარტყმა თვითმფრინავის ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით განახორციელეს. იმ დროს საერთო საცხოვრებელში 86 სტუდენტი და ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა. სხვადასხვა დაზიანება 41-მა სტუდენტმა მიიღო, დაიღუპა 11, მათ შორის რვა 19-20 წლის გოგონები არიან. 10 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაიწყო გამოძიება ტერორისტული აქტის საქმეზე.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/15/293853708_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2f3b8085f6417e7e8b63c326f6cdb825.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
ზახაროვამ სიცრუე უწოდა განცხადებას, თითქოს ღამით კოლეჯზე დარტყმა არ განხორციელებულა
რუსეთში აკრედიტებულ ყველა უცხოელი კორესპონდენტი ლუგანსკის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგედიის ადგილის დათვალიერებას შეძლებს
თბილისი, 23 მაისი - Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მტკნარი სიცრუე უწოდა გაეროს უშიშროების საბჭოში გავრცელებულ განცხადებას, თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში მდებარე კოლეჯზე დარტყმები არ განხორციელებულა.
„იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოში დასავლელებმა, კერძოდ, ღირსებადაკარგულმა ლატვიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაავრცელა აშკარა ტყუილი, თითქოსსტარობელსკის კოლეჯზე უკრაინის შეიარაღებულ ძალების დარტყმები არ ყოფილა, ჩვენ ვაორგანიზებთ ტრაგედიის ადგილზე ვიზიტს მოსკოვში აკრედიტებული კორესპონდენტებისთვის. იმედი მაქვს, BBC-სა და CNN-ს შვებულება არ ექნებათ“, - დაწერა ზახაროვამ თავის Telegram არხზე.
LPR-ის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეუტიეს სტარობელსკში ლუგანსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის აკადემიურ შენობასა და საერთო საცხოვრებელს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით დარტყმა თვითმფრინავის ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით განახორციელეს. იმ დროს საერთო საცხოვრებელში 86 სტუდენტი და ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა.
სხვადასხვა დაზიანება 41-მა სტუდენტმა მიიღო, დაიღუპა 11, მათ შორის რვა 19-20 წლის გოგონები არიან. 10 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაიწყო გამოძიება ტერორისტული აქტის საქმეზე.