https://sputnik-georgia.com/20260523/tbilissi-mseneblobaze-musebs-soris-cxubi-mkvlelobit-dasrulda-298794763.html
თბილისში მშენებლობაზე მუშებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა
თბილისში მშენებლობაზე მუშებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა
Sputnik საქართველო
პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 23.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-23T15:12+0400
2026-05-23T15:12+0400
2026-05-23T15:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0e/293760321_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_3300ee7206989321d6178aa732c17fac.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. თბილისში, მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ მეორე მუშა მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.შემთხვევა გუშინ წერეთლის გამზირზე, „იქსორი დეველოპმენტის“ მშენებარე კორპუსის მიმდებარედ მოხდა. საღამოს 5 საათზე მამაკაცებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მუშამ მეორეს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის სისხლისგან დაიცალა. ტელეკომპანიის ცნობით, მამაკაცებს შორის დავის მიზეზი თანხა გახდა, რომელიც ერთმანეთში უნდა გადაენაწილებინათ. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0e/293760321_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_be11a43c6044a6abeb1c2d62e4397290.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
თბილისში მშენებლობაზე მუშებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა
პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. თბილისში, მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ მეორე მუშა მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
შემთხვევა გუშინ წერეთლის გამზირზე, „იქსორი დეველოპმენტის“ მშენებარე კორპუსის მიმდებარედ მოხდა.
საღამოს 5 საათზე მამაკაცებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მუშამ მეორეს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის სისხლისგან დაიცალა.
ტელეკომპანიის ცნობით, მამაკაცებს შორის დავის მიზეზი თანხა გახდა, რომელიც ერთმანეთში უნდა გადაენაწილებინათ.
პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.