https://sputnik-georgia.com/20260523/susos-tanamsromeli-sakutar-manqanasi-gardacvlili-ipoves-298796828.html
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
Sputnik საქართველო
სუსი მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს „გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო" და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და... 23.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-23T15:18+0400
2026-05-23T15:18+0400
2026-05-23T15:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965658_0:36:1280:756_1920x0_80_0_0_ea07e42a29528e691cf551462aa05dc8.jpg
თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.„მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, - აღნიშნავს პროკურატურა.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა განცხადება. უწყება მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს „გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო" და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.„მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისთვის", - დასძენს სახელწემწიფო უსაფრთხოების სამსახური.როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965658_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d7b38c606f925740218d7126f38b34dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
სუსი მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს „გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო" და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.
თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, - აღნიშნავს პროკურატურა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა განცხადება. უწყება მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს „გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო" და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.
„მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისთვის", - დასძენს სახელწემწიფო უსაფრთხოების სამსახური.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.