https://sputnik-georgia.com/20260523/saqartvelos-radios-101-weli-seusrulda-298792649.html
„საქართველოს რადიოს“ 101 წელი შეუსრულდა
„საქართველოს რადიოს“ 101 წელი შეუსრულდა
Sputnik საქართველო
„საქართველოს რადიომ“ შეინარჩუნა და განავითარა თავისი დიდი კულტუროლოგიური ტრადიციები 23.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-23T12:11+0400
2026-05-23T12:11+0400
2026-05-23T12:11+0400
საქართველო
ახალი ამბები
რადიო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284791935_0:122:1280:842_1920x0_80_0_0_79b0eb3d807a56e4570314762eb9400d.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. „საქართველოს რადიოს“ პირველ ეთერში გასვლიდან 101 წელი შეუსრულდა.2025 წელს „საქართველოს რადიოს“ 100 წლის იუბილე აღინიშნა და მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.ამიერკავკასიაში პირველი რადიო - „საქართველოს რადიო“ 1925 წლის 23 მაისიდან მაუწყებლობს და ევროპაში ერთერთი უძველესი რადიოსადგურია. მაუწყებლობა 120 მეტრიან რადიოანძაზე დამონტაჟებული დროებითი სადგურიდან ხორციელდებოდა, რომელიც 300 კმ-მდე რადიუსს მოიცავდა. ფართო აუდიტორიაზე გათვლილი სატესტო ტრანსლაცია 23 მაისს შედგა. ეს დღე ქართული რადიოს დაბადების დღედ ითვლება.საქართველოს რადიოს იუბილე პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მიულოცა.„ვულოცავ მთელ ქვეყანას საქართველოს რადიოს დაბადების დღეს და რადიომსმენელს ვუსურვებ, განეწყოს იმ პოზიტივით, რაც ჩვენს რადიოს აქვს და ისიამოვნოს საინტერესო, ინტელექტუალური, სიღრმისეული რადიომაუწყებლობით“, - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, დღემდე საქართველოს რადიოს აქვს მსმენელის უმაღლესი ნდობა და ყოველდღიურად სთავაზობს განსხვავებულ, საინტერესო გადაცემებს.„ჩვენ შარშან სიამაყით აღვნიშნეთ რადიოს 100 წელი, რადგან ეს არ არის მხოლოდ რადიოს დაბადების დღე, არამედ პირველი მაუწყებლობის დაწყება ჩვენს ქვეყანაში. მით უფრო საამაყოა, რომ ჩვენმა რადიომ ასე სახელოვნად გაიარა ეს გზა. დღემდე ჩვენს რადიოს აქვს მსმენელის უმაღლესი ნდობა, არის ერთადერთი თოქ რადიო, რომელიც არაჩვეულებრივი მუსიკის გარდა, მსმენელს ყოველდღიურად სთავაზობს განსხვავებულ, საინტერესო გადაცემებს და 100 პროცენტით ფარავს მთელ საქართველოს. გვყავს ერთგული რადიომსმენელები რეგიონებში და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი რადიოსიგნალი რომელიმე მაღალმთიან რეგიონს არ მისწვდა, გვიკავშირდებიან და ჩვენი ჯგუფი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის თითოეული მონაკვეთის და ადგილის სრულიად დაფარვას“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს რადიოს ორი არხის სიგნალის მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი – FM 102.3-ზე, საქართველოს რადიო მუსიკა კი – FM 100.9-ზე მაუწყებლობს.„ოქროს ფონდის“ საარქივო მასალები მილიონობით ჩანაწერს მოიცავს, მათ შორისაა უძველესი ხალხური სიმღერები და დიდი ტრადიციების მქონე რადიოთეატრი.„ოქროს ფონდის“ პირველი ჩანაწერი 1913 წლით თარიღდება, როდესაც გრამაფონმა აკაკის „განთიადი“ ჩაწერა. ეს ჩანაწერი ქრონოლოგიურად და მნიშვნელობითაც უპირველესია ქართულ მხატვრულ რადიომაუწყებლობაში, ამიტომ „ოქროს ფონდის“ პირველ ექსპონატად ითვლება.საინტერესო ფაქტები„საქართველოს რადიო“ ქვეყნის მოსახლეობის დაფინანსებით შეიქმნა და თავიდანვე საზოგადოებრივი მაუწყებლის შემადგენელი ნაწილი იყო.100 წლის წინ, ქართული რადიომაუწყებლობის დაბადება სწორედ პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილისა და მისი გუნდის მიერ შესრულებული „ურმულით“ აღინიშნა.1935 წელს ეთერით პირველად გაისმა აკაკი წერეთლის ხმა, ეს იყო ეპოქალური მომენტი ქართული რადიოისტორიისთვის.როგორც ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რადიომ განათლებისა და კულტურის გამავრცელებელი ინსტიტუტის როლი შეითავსა, რადგან „საქართველოს რადიოს“ ეთერით ყოველთვის ისმოდა გამართული ქართული მეტყველება.ინფორმირება, განათლება და ზოგადად, კულტურის, კონკრეტულად კი - ქართული კულტურის პოპულარიზაცია რადიოს პირველად ფუნქციად იქცა.„საქართველოს რადიომ“ შეინარჩუნა და განავითარა თავისი დიდი კულტუროლოგიური ტრადიციები და დღესაც ამ ღირებულებებით განაგრძობს არსებობას. ეს ერთადერთი რადიოა, სადაც კვლავ ისმის კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი, თეატრი, რადიოდადგმები, ქართული და მსოფლიო ლიტერატურული ნაწარმოებები.რადიოსადგურზე კვლავ გრძელდება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენების ჩაწერა; ოქროს ფონდი ახალი შედევრებით ივსება; მზადდება სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284791935_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e97bcf2ec22300d47d05c8ae0ceeaef0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, რადიო, საზოგადოება
საქართველო, ახალი ამბები, რადიო, საზოგადოება
„საქართველოს რადიოს“ 101 წელი შეუსრულდა
„საქართველოს რადიომ“ შეინარჩუნა და განავითარა თავისი დიდი კულტუროლოგიური ტრადიციები
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. „საქართველოს რადიოს“ პირველ ეთერში გასვლიდან 101 წელი შეუსრულდა.
2025 წელს „საქართველოს რადიოს“ 100 წლის იუბილე აღინიშნა და მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამიერკავკასიაში პირველი რადიო - „საქართველოს რადიო“ 1925 წლის 23 მაისიდან მაუწყებლობს და ევროპაში ერთერთი უძველესი რადიოსადგურია. მაუწყებლობა 120 მეტრიან რადიოანძაზე დამონტაჟებული დროებითი სადგურიდან ხორციელდებოდა, რომელიც 300 კმ-მდე რადიუსს მოიცავდა. ფართო აუდიტორიაზე გათვლილი სატესტო ტრანსლაცია 23 მაისს შედგა. ეს დღე ქართული რადიოს დაბადების დღედ ითვლება.
საქართველოს რადიოს იუბილე პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მიულოცა.
„ვულოცავ მთელ ქვეყანას საქართველოს რადიოს დაბადების დღეს და რადიომსმენელს ვუსურვებ, განეწყოს იმ პოზიტივით, რაც ჩვენს რადიოს აქვს და ისიამოვნოს საინტერესო, ინტელექტუალური, სიღრმისეული რადიომაუწყებლობით“, - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, დღემდე საქართველოს რადიოს აქვს მსმენელის უმაღლესი ნდობა და ყოველდღიურად სთავაზობს განსხვავებულ, საინტერესო გადაცემებს.
„ჩვენ შარშან სიამაყით აღვნიშნეთ რადიოს 100 წელი, რადგან ეს არ არის მხოლოდ რადიოს დაბადების დღე, არამედ პირველი მაუწყებლობის დაწყება ჩვენს ქვეყანაში. მით უფრო საამაყოა, რომ ჩვენმა რადიომ ასე სახელოვნად გაიარა ეს გზა. დღემდე ჩვენს რადიოს აქვს მსმენელის უმაღლესი ნდობა, არის ერთადერთი თოქ რადიო, რომელიც არაჩვეულებრივი მუსიკის გარდა, მსმენელს ყოველდღიურად სთავაზობს განსხვავებულ, საინტერესო გადაცემებს და 100 პროცენტით ფარავს მთელ საქართველოს. გვყავს ერთგული რადიომსმენელები რეგიონებში და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი რადიოსიგნალი რომელიმე მაღალმთიან რეგიონს არ მისწვდა, გვიკავშირდებიან და ჩვენი ჯგუფი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის თითოეული მონაკვეთის და ადგილის სრულიად დაფარვას“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს რადიოს ორი არხის სიგნალის მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი – FM 102.3-ზე, საქართველოს რადიო მუსიკა კი – FM 100.9-ზე მაუწყებლობს.
„ოქროს ფონდის“ საარქივო მასალები მილიონობით ჩანაწერს მოიცავს, მათ შორისაა უძველესი ხალხური სიმღერები და დიდი ტრადიციების მქონე რადიოთეატრი.
„ოქროს ფონდის“ პირველი ჩანაწერი 1913 წლით თარიღდება, როდესაც გრამაფონმა აკაკის „განთიადი“ ჩაწერა. ეს ჩანაწერი ქრონოლოგიურად და მნიშვნელობითაც უპირველესია ქართულ მხატვრულ რადიომაუწყებლობაში, ამიტომ „ოქროს ფონდის“ პირველ ექსპონატად ითვლება.
„საქართველოს რადიო“ ქვეყნის მოსახლეობის დაფინანსებით შეიქმნა და თავიდანვე საზოგადოებრივი მაუწყებლის შემადგენელი ნაწილი იყო.
100 წლის წინ, ქართული რადიომაუწყებლობის დაბადება სწორედ პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილისა და მისი გუნდის მიერ შესრულებული „ურმულით“ აღინიშნა.
1935 წელს ეთერით პირველად გაისმა აკაკი წერეთლის ხმა, ეს იყო ეპოქალური მომენტი ქართული რადიოისტორიისთვის.
როგორც ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რადიომ განათლებისა და კულტურის გამავრცელებელი ინსტიტუტის როლი შეითავსა, რადგან „საქართველოს რადიოს“ ეთერით ყოველთვის ისმოდა გამართული ქართული მეტყველება.
ინფორმირება, განათლება და ზოგადად, კულტურის, კონკრეტულად კი - ქართული კულტურის პოპულარიზაცია რადიოს პირველად ფუნქციად იქცა.
„საქართველოს რადიომ“ შეინარჩუნა და განავითარა თავისი დიდი კულტუროლოგიური ტრადიციები და დღესაც ამ ღირებულებებით განაგრძობს არსებობას. ეს ერთადერთი რადიოა, სადაც კვლავ ისმის კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი, თეატრი, რადიოდადგმები, ქართული და მსოფლიო ლიტერატურული ნაწარმოებები.
რადიოსადგურზე კვლავ გრძელდება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენების ჩაწერა; ოქროს ფონდი ახალი შედევრებით ივსება; მზადდება სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები.