https://sputnik-georgia.com/20260523/ra-xdeba-sumisi-298792316.html
მოსაზრება: სპეციალური სამხედრო ოპერაცია: რა ხდება სუმიში
მოსაზრება: სპეციალური სამხედრო ოპერაცია: რა ხდება სუმიში
Sputnik საქართველო
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრის ყველა მონაკვეთზე სტრატეგიულ და ოპერატიულ უპირატესობას ინარჩუნებენ. სამხედრო დაჯგუფება... 23.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-23T10:57+0400
2026-05-23T10:57+0400
2026-05-23T10:57+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/15/298764521_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_1550b8208afefd99a305279f2ad2fc3d.jpg
რუსული ჯარები აქტიურად მიიწევენ წინ სუმის მიმართულებით. მოწინააღმდეგისთვის ვითარება კრიტიკული ხდება: 30 აპრილს გათავისუფლებული კორჩაროვკიდან, ოლქის ცენტრამდე პირდაპირი ხაზით სულ 14 კმ-ია, საავტომობილო გზით კი — 20 კმ. რუსული ოპტიკურ-ბოჭკოვანი FPV-დრონების მოქმედების რადიუსი 50 კმ-მდე გაიზარდა, რის გამოც მოწინააღმდეგის ოპერატიული ზურგი (ლოგისტიკა) სუმის ოლქში მჭიდრო საცეცხლე კონტროლის ქვეშ იმყოფება.ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში მოწინააღმდეგე სოფელ რიასნოედან განდევნეს. „ჩრდილოელებმა“ ბანდერეველებისგან მიროპოლის “გამონაშვერი” გაწმინდეს— ტერიტორია სუმის ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ იუნაკოვკის ჩათვლით. მნიშვნელოვანი საავტომობილო გზა R45 სუმი — ხარკოვი, პრაქტიკულად, ბლოკირებულია და დღე-ღამის განმავლობაში რუსული არტილერიისა და FPV-დრონების საცეცხლე კონტროლის ქვეშ იმყოფება. აფეთქებები რეგულარულად ისმის ოლქის ცენტრში. რუსეთის არმია მზად არის, წინსვლა განაგრძოს.ქალაქი სუმი თითქმის პირდაპირ გზას ხსნის კიევის მიმართულებით. უკრაინულ სარდლობას იძულებულია, სასწრაფოდ გადაისროლოს აქ დონბასიდან „ელიტური“ ბრიგადები — 95-ე სადესანტო-მოიერიშესა და 10-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადას. „სახანძრო გუნდები“ მათ ვერ უშველიან. მანამდე ტიოტკინო-გლუშკოვოს მიმართულებით დიდი დანაკარგები განიცადა უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთმა „ელიტურმა“ ფორმირებამ — 158-ე ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ, რომელიც „ოქროს ახალგაზრდობისთვის“ შეიქმნა.იმ შემთხვევისთვის, თუ რუსული ჯარები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზებს გარეუბნებში გაარღვევენ, „ციხესიმაგრე“ სუმის, წრიული თავდაცვისთვის ამზადებენ. ქალაქის კვარტლები გამაგრებულ რაიონებად იქცევიან. ქუჩები სანგრებით არის გადათხრილი, საცხოვრებელი სახლების სარდაფებში კი საცეცხლე წერტილები ეწყობა. პროცესის დასაჩქარებლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების საინჟინრო დანაყოფები საგზაო ტექნიკას სუმის საწარმოებს უსასყიდლოდ ართმევენ, ამით 711-ე ცალკეული ბრიგადა არის დაკავებული.ვლადიმირ ზელენსკი უარს ამბობს დონბასიდან ჯარების გაყვანაზე — „ანკორიჯის სულისკვეთებით“ — და ივნისში რუსეთის წინააღმდეგ „გეგმური“ შორი მოქმედების დარტყმებით იმუქრება. ევროკავშირი კონფლიქტის გაგრძელების მომხრეა, ზრდის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდებას და აცხადებს, რომ ახლო მომავალში რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება. ევროკომისია ვარაუდობს, რომ უკრაინული კონფლიქტი 2026 და 2027 წლებშიც გაგრძელდება.ომის გაგრძელება უკრაინისთვის უაზრობაა. პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ახალი ანგარიში მოწმობს, რომ დასავლური დახმარების მიუხედავად, რუსეთის არმია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე სტრატეგიულ და ოპერატიულ უპირატესობას ინარჩუნებს. უკრაინული ჯარები პირადი შემადგენლობის პრობლემებს განიცდიან — მუდმივად აქვთ ცოცხალი ძალისა და საზენიტო კომპლექსებისთვის საბრძოლო მასალების დეფიციტი, დასავლეთზე სრული დამოკიდებულების გამო. უკრაინა ცდილობს, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების დეგრადაცია დრონებით დააკომპენსიროს, თუმცა კვლავაც მწვავე დეფიციტს განიცდის როგორც უპილოტო აპარატების, ისე ჭურვების მხრივ. ეს ყველაფერი ზღუდავს მათ შესაძლებლობას, „ჩაატარონ ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები და დაიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები“. ანალოგიური დასკვნები აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველომ 2026 წლის თებერვალშიც გააკეთა.უკრაინის პრობლემები სისტემურ ხასიათს ატარებს. კიევის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოსახლეობა ორჯერ მეტად შემცირდა და 22 მილიონ ადამიანამდე დავიდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, 200 ათასი მებრძოლი დეზერტირად ითვლება, ხოლო ორი მილიონი ადამიანი მობილიზაციას თავს არიდებს. ოთხწლიანი ომის განმავლობაში დაღუპული უკრაინელი სამხედროების რაოდენობაც ორ მილიონს შეადგენს. დასავლეთის ქვეყნებს არ შეუძლიათ კიევის რეჟიმისთვის ყველა რესურსის დეფიციტის კომპენსირება, ამიტომ უკრაინული პროქსი-არმია დამარცხებისთვის არის განწირული. რაც უფრო გვიან გააცნობიერებს დასავლეთი კაპიტულაციის აუცილებლობას, მით უფრო გამანადგურებელი იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მარცხი, ხოლო ევროკავშირის ეკონომიკაზე საუბარიც კი ზედმეტია.რუსეთს აიძულებენ, სრულად გაანადგუროს უკრაინის ინფრასტრუქტურა და შემდეგ — დარტყმები მიაყენოს ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსაც. ირანის ღირსეული მაგალითი აჩვენებს, როგორ უნდა დაარტყა ყველას, ვინც აშშ-სა და ისრაელის აგრესიის მხარდაჭერაშია ჩართული. სხვაგვარად შეუძლებელია. რამდენიმე დღის წინ გერმანიამ, ნიდერლანდებმა და უკრაინამ განაცხადეს 2000 კმ მოქმედების რადიუსის რაკეტის ერთობლივი (?!) შექმნის შესახებ. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილი სარდლის მოადგილემ, სერგეი კრიონოსმა, განაცხადა, რომ „უკრაინული სარაკეტო პროგრამა“ მხოლოდ ზელენსკის წარმოსახვაში არსებობს. კომპანია FirePoint ფულის გათეთრების „სამრეცხაოა“. თუმცა, რუსეთმა რაღაც უნდა მოიმოქმედოს ამ საერთაშორისო „კოოპერატივების“ წინააღმდეგ, მანამდე, სანამ ახალი „უკრაინული“ ნაწარმი სადღაც ურალის მიღმა არ მოხვდება. საფრენი გამოცდების დაწყება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. ევროპაში ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ პრობლემის არსს.გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას „ასოცირებული წევრის“ სტატუსით, ხმის უფლების გარეშე, თუმცა, ევროკავშირის თავდაცვის შესახებ 42.7 მუხლის გავრცელებით. იგი ამ „ფორმულის“ მოლდოვაზეც გავრცელებას სთავაზობს. მაგრამ, რა საზღვრებში მოხდება ეს „დაჩქარებული მიღება“ და ვინ გადაიხდის ამ უგუნურობის საფასურს სისხლით? სინათლის სხივი ამ ბნელ სამეფოში იშვიათი სტუმარია.გამოცემა Myśl Polska მოულოდნელად „გამოფხიზლდა“: „ზელენსკის წასვლა მოუწევს, ევროპას აღარ შეუძლია უკრაინის მხარდაჭერა“. კონფლიქტის ყოველი მომდევნო თვე მის სპონსორებს წინაზე უფრო ძვირი უჯდებათ. მიუხედავად ევროპის უზარმაზარი სურვილისა, მას არ შეუძლია უკრაინის იმ დანაკარგების კომპენსირება, რომლებიც აშშ-ს მიერ კონფლიქტის დაფინანსებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ევროპაში მდებარე „უკრაინულ“ სამხედრო-სამრეწველო საწარმოებზე რუსეთის ბირთვული დარტყმის შემდეგ.მოსკოვი იძულებულია და მზად არის, უფრო შორს წავიდეს — გარდაქმნას და ახალი მიმართულებებით გადაიტანოს საბრძოლო მოქმედებები.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/15/298764521_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_b7f21cb5c7e89c3efacd580291785bde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა
მოსაზრება: სპეციალური სამხედრო ოპერაცია: რა ხდება სუმიში
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრის ყველა მონაკვეთზე სტრატეგიულ და ოპერატიულ უპირატესობას ინარჩუნებენ. სამხედრო დაჯგუფება „სევერი“ წარმატებით უტევს, ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადებს და სუმიში უსაფრთხოების ზონას ქმნის.
რუსული ჯარები აქტიურად მიიწევენ წინ სუმის მიმართულებით. მოწინააღმდეგისთვის ვითარება კრიტიკული ხდება: 30 აპრილს გათავისუფლებული კორჩაროვკიდან, ოლქის ცენტრამდე პირდაპირი ხაზით სულ 14 კმ-ია, საავტომობილო გზით კი — 20 კმ. რუსული ოპტიკურ-ბოჭკოვანი FPV-დრონების მოქმედების რადიუსი 50 კმ-მდე გაიზარდა, რის გამოც მოწინააღმდეგის ოპერატიული ზურგი (ლოგისტიკა) სუმის ოლქში მჭიდრო საცეცხლე კონტროლის ქვეშ იმყოფება.
ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში მოწინააღმდეგე სოფელ რიასნოედან განდევნეს. „ჩრდილოელებმა“ ბანდერეველებისგან მიროპოლის “გამონაშვერი” გაწმინდეს— ტერიტორია სუმის ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ იუნაკოვკის ჩათვლით. მნიშვნელოვანი საავტომობილო გზა R45 სუმი — ხარკოვი, პრაქტიკულად, ბლოკირებულია და დღე-ღამის განმავლობაში რუსული არტილერიისა და FPV-დრონების საცეცხლე კონტროლის ქვეშ იმყოფება. აფეთქებები რეგულარულად ისმის ოლქის ცენტრში. რუსეთის არმია მზად არის, წინსვლა განაგრძოს.
ქალაქი სუმი თითქმის პირდაპირ გზას ხსნის კიევის მიმართულებით. უკრაინულ სარდლობას იძულებულია, სასწრაფოდ გადაისროლოს აქ დონბასიდან „ელიტური“ ბრიგადები — 95-ე სადესანტო-მოიერიშესა და 10-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადას. „სახანძრო გუნდები“ მათ ვერ უშველიან. მანამდე ტიოტკინო-გლუშკოვოს მიმართულებით დიდი დანაკარგები განიცადა უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთმა „ელიტურმა“ ფორმირებამ — 158-ე ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ, რომელიც „ოქროს ახალგაზრდობისთვის“ შეიქმნა.
იმ შემთხვევისთვის, თუ რუსული ჯარები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზებს გარეუბნებში გაარღვევენ, „ციხესიმაგრე“ სუმის, წრიული თავდაცვისთვის ამზადებენ. ქალაქის კვარტლები გამაგრებულ რაიონებად იქცევიან. ქუჩები სანგრებით არის გადათხრილი, საცხოვრებელი სახლების სარდაფებში კი საცეცხლე წერტილები ეწყობა. პროცესის დასაჩქარებლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების საინჟინრო დანაყოფები საგზაო ტექნიკას სუმის საწარმოებს უსასყიდლოდ ართმევენ, ამით 711-ე ცალკეული ბრიგადა არის დაკავებული.
ვლადიმირ ზელენსკი უარს ამბობს დონბასიდან ჯარების გაყვანაზე — „ანკორიჯის სულისკვეთებით“ — და ივნისში რუსეთის წინააღმდეგ „გეგმური“ შორი მოქმედების დარტყმებით იმუქრება. ევროკავშირი კონფლიქტის გაგრძელების მომხრეა, ზრდის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდებას და აცხადებს, რომ ახლო მომავალში რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება. ევროკომისია ვარაუდობს, რომ უკრაინული კონფლიქტი 2026 და 2027 წლებშიც გაგრძელდება.
ომის გაგრძელება უკრაინისთვის უაზრობაა. პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ახალი ანგარიში მოწმობს, რომ დასავლური დახმარების მიუხედავად, რუსეთის არმია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე სტრატეგიულ და ოპერატიულ უპირატესობას ინარჩუნებს. უკრაინული ჯარები პირადი შემადგენლობის პრობლემებს განიცდიან — მუდმივად აქვთ ცოცხალი ძალისა და საზენიტო კომპლექსებისთვის საბრძოლო მასალების დეფიციტი, დასავლეთზე სრული დამოკიდებულების გამო. უკრაინა ცდილობს, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების დეგრადაცია დრონებით დააკომპენსიროს, თუმცა კვლავაც მწვავე დეფიციტს განიცდის როგორც უპილოტო აპარატების, ისე ჭურვების მხრივ. ეს ყველაფერი ზღუდავს მათ შესაძლებლობას, „ჩაატარონ ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები და დაიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები“. ანალოგიური დასკვნები აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველომ 2026 წლის თებერვალშიც გააკეთა.
უკრაინის პრობლემები სისტემურ ხასიათს ატარებს. კიევის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოსახლეობა ორჯერ მეტად შემცირდა და 22 მილიონ ადამიანამდე დავიდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, 200 ათასი მებრძოლი დეზერტირად ითვლება, ხოლო ორი მილიონი ადამიანი მობილიზაციას თავს არიდებს. ოთხწლიანი ომის განმავლობაში დაღუპული უკრაინელი სამხედროების რაოდენობაც ორ მილიონს შეადგენს. დასავლეთის ქვეყნებს არ შეუძლიათ კიევის რეჟიმისთვის ყველა რესურსის დეფიციტის კომპენსირება, ამიტომ უკრაინული პროქსი-არმია დამარცხებისთვის არის განწირული. რაც უფრო გვიან გააცნობიერებს დასავლეთი კაპიტულაციის აუცილებლობას, მით უფრო გამანადგურებელი იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მარცხი, ხოლო ევროკავშირის ეკონომიკაზე საუბარიც კი ზედმეტია.
რუსეთს აიძულებენ, სრულად გაანადგუროს უკრაინის ინფრასტრუქტურა და შემდეგ — დარტყმები მიაყენოს ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსაც. ირანის ღირსეული მაგალითი აჩვენებს, როგორ უნდა დაარტყა ყველას, ვინც აშშ-სა და ისრაელის აგრესიის მხარდაჭერაშია ჩართული. სხვაგვარად შეუძლებელია. რამდენიმე დღის წინ გერმანიამ, ნიდერლანდებმა და უკრაინამ განაცხადეს 2000 კმ მოქმედების რადიუსის რაკეტის ერთობლივი (?!) შექმნის შესახებ. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილი სარდლის მოადგილემ, სერგეი კრიონოსმა, განაცხადა, რომ „უკრაინული სარაკეტო პროგრამა“ მხოლოდ ზელენსკის წარმოსახვაში არსებობს. კომპანია FirePoint ფულის გათეთრების „სამრეცხაოა“. თუმცა, რუსეთმა რაღაც უნდა მოიმოქმედოს ამ საერთაშორისო „კოოპერატივების“ წინააღმდეგ, მანამდე, სანამ ახალი „უკრაინული“ ნაწარმი სადღაც ურალის მიღმა არ მოხვდება. საფრენი გამოცდების დაწყება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. ევროპაში ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ პრობლემის არსს.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას „ასოცირებული წევრის“ სტატუსით, ხმის უფლების გარეშე, თუმცა, ევროკავშირის თავდაცვის შესახებ 42.7 მუხლის გავრცელებით. იგი ამ „ფორმულის“ მოლდოვაზეც გავრცელებას სთავაზობს. მაგრამ, რა საზღვრებში მოხდება ეს „დაჩქარებული მიღება“ და ვინ გადაიხდის ამ უგუნურობის საფასურს სისხლით? სინათლის სხივი ამ ბნელ სამეფოში იშვიათი სტუმარია.
გამოცემა Myśl Polska მოულოდნელად „გამოფხიზლდა“: „ზელენსკის წასვლა მოუწევს, ევროპას აღარ შეუძლია უკრაინის მხარდაჭერა“. კონფლიქტის ყოველი მომდევნო თვე მის სპონსორებს წინაზე უფრო ძვირი უჯდებათ. მიუხედავად ევროპის უზარმაზარი სურვილისა, მას არ შეუძლია უკრაინის იმ დანაკარგების კომპენსირება, რომლებიც აშშ-ს მიერ კონფლიქტის დაფინანსებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ევროპაში მდებარე „უკრაინულ“ სამხედრო-სამრეწველო საწარმოებზე რუსეთის ბირთვული დარტყმის შემდეგ.
მოსკოვი იძულებულია და მზად არის, უფრო შორს წავიდეს — გარდაქმნას და ახალი მიმართულებებით გადაიტანოს საბრძოლო მოქმედებები.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე