https://sputnik-georgia.com/20260523/--netflix-------298786704.html
ხელოვნების სასახლეში Netflix-ისა და ჰოლივუდის ორიგინალი კოსტუმები გამოიფინება
ხელოვნების სასახლეში Netflix-ისა და ჰოლივუდის ორიგინალი კოსტუმები გამოიფინება
Sputnik საქართველო
Netflix-ისა და ჰოლივუდის კინოკოსტიუმები საქართველოში პირველად გამოიფინება. 23.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-23T09:39+0400
2026-05-23T09:39+0400
2026-05-23T09:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23411/78/234117802_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_0e8e8f96df1fb12ff9c5bc47ff8dbe85.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელოვნების სასახლე მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ხვალ, 23 მაისს გამორჩეულ გამოფენას — "ლეგენდარული კინო კოსტუმები" უმასპინძლებს, ნათქვამია ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, მუზეუმი ტრადიციულად ერთვება საერთაშორისო აქციაში "ღამე მუზეუმში", რომლის ფარგლებში 23 მაისს,18:00 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიხსნება გამოფენა "ლეგენდარული კინო კოსტიუმები". ექსპოზიცია ქართველ დამთვალიერებელს პირველად მისცემს შესაძლებლობას, ახლოდან იხილოს ცნობილი საერთაშორისო კინოპროექტებისთვის შექმნილი უნიკალური კოსტიუმები და სასცენო სამოსი. 23 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დილის 10:30-დან საღამოს 21:00-მდე მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს. ექსპოზიცია ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ჩამოვიდა Netflix-ის სამუზეუმო მნიშვნელობის კოსტიუმების კოლექცია, რომელიც მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟებს რეალურ სივრცეში აცოცხლებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი ცნობილი ფილმებისა და სერიალების კოსტიუმები, როგორებიცაა Queen Charlotte, Emma, Oscar and Lucinda, Finding Neverland და Anna Karenina. იულია სოროკინას ნიღბების თანხლებით, Netflix-ისა და ჰოლივუდის კინოკოსტიუმები საქართველოში პირველად გამოიფინება.უნიკალური კოსტიუმები ხელოვნების სასახლის ორ დარბაზში განთავსდება და დამთვალიერებელს კინოს სამყაროს განსაკუთრებულ ატმოსფეროში ამოგზაურებს. გამოფენა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებისა და გალერეა "ლევილი 1918"-ის ორგანიზებით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23411/78/234117802_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_803fd705cebbec00eec1870badf06ad6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში
ხელოვნების სასახლეში Netflix-ისა და ჰოლივუდის ორიგინალი კოსტუმები გამოიფინება
Netflix-ისა და ჰოლივუდის კინოკოსტიუმები საქართველოში პირველად გამოიფინება.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელოვნების სასახლე მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ხვალ, 23 მაისს გამორჩეულ გამოფენას — "ლეგენდარული კინო კოსტუმები" უმასპინძლებს, ნათქვამია ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მუზეუმი ტრადიციულად ერთვება საერთაშორისო აქციაში "ღამე მუზეუმში", რომლის ფარგლებში 23 მაისს,18:00 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიხსნება გამოფენა "ლეგენდარული კინო კოსტიუმები".
ექსპოზიცია ქართველ დამთვალიერებელს პირველად მისცემს შესაძლებლობას, ახლოდან იხილოს ცნობილი საერთაშორისო კინოპროექტებისთვის შექმნილი უნიკალური კოსტიუმები და სასცენო სამოსი.
23 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დილის 10:30-დან საღამოს 21:00-მდე მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს.
ექსპოზიცია ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ჩამოვიდა Netflix-ის სამუზეუმო მნიშვნელობის კოსტიუმების კოლექცია, რომელიც მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟებს რეალურ სივრცეში აცოცხლებს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი ცნობილი ფილმებისა და სერიალების კოსტიუმები, როგორებიცაა Queen Charlotte, Emma, Oscar and Lucinda, Finding Neverland და Anna Karenina. იულია სოროკინას ნიღბების თანხლებით, Netflix-ისა და ჰოლივუდის კინოკოსტიუმები საქართველოში პირველად გამოიფინება.
უნიკალური კოსტიუმები ხელოვნების სასახლის ორ დარბაზში განთავსდება და დამთვალიერებელს კინოს სამყაროს განსაკუთრებულ ატმოსფეროში ამოგზაურებს.
გამოფენა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებისა და გალერეა "ლევილი 1918"-ის ორგანიზებით გაიმართება.