https://sputnik-georgia.com/20260522/rkinigzit-satvirto-gadazidvebi-shemcirda-298770340.html
რკინიგზით სატვირთო გადაზიდვები შემცირდა
რკინიგზით სატვირთო გადაზიდვები შემცირდა
Sputnik საქართველო
იმპორტის სტრუქტურაში ლიდერად რუსეთი რჩება, რომელზეც რკინიგზის გადაზიდვების 40%-ზე მეტი მოდის, ხოლო სამგზავრო სექტორში საერთო ნაკადის 13,5%-იანი კლება... 22.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-22T12:18+0400
2026-05-22T12:18+0400
2026-05-22T12:18+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქსტატი
საქართველოს რკინიგზა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:103:1280:823_1920x0_80_0_0_987861f629b3d3fcf5d86f7198d10eed.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 2026 წლის პირველ კვარტალში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,03%-ით შემცირდა და 3 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მოცულობიდან 8,6% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 34,7% საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო - 56,7% ტრანზიტზე.პირველ კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 25% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 75% - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40,6% გამოგზავნილია რუსეთიდან, 20,8% – აზერბაიჯანიდან. თითოეული სხვა გამოგზავნი ქვეყნის წილმა შეადგინა 10%-ზე ნაკლები (სულ 38,7%).ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია ყაზახეთში (9,8%), სომხეთში (8,9%) და რუსეთში (8,6%).ტრანზიტი„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 7,6% გადაზიდულია ჩინეთში, 7,5% - თურქეთში, 4,4% - ნიდერლანდებში, 2,8% – უკრაინაში, 1,4% - იტალიაში, 1% - რუმინეთში.აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 5,3%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 3%-ის – თურქეთი.რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 33,4% მოდის კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე, 23,9% - ქიმიკატებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ხელოვნურ ბოჭკოზე, რეზინის და პლასტმასის ნაწარმზე, 12,3% - მეტალის მადანსა და სამთო-მომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე.სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება შიდა გადაზიდვებზე განსხვავებულია: 63,2% მოდის ლითონის მადანზე და სამთომომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 17,8% - კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები, 13,7% კი სატრანსპორტო აღჭურვილობაზე.რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (52,7%), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (12,9%), ლითონის მადანი და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (10,5%), ქვანახშირი და ლიგნიტი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (6,9%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის პროდუქცია (3,8%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3,7%), ძირითადი ლითონები (3,6%) ძირითადად რკინიგზით შემოჰქონდათ.ამასთან, ექსპორტირებულია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (38,5%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25,7%), ძირითადი ლითონები (12,7%), ლითონის მადნები და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (12,6%).სამგზავრო გადაზიდვები2026 წლის იანვარ-მარტში რკინიგზის მომსახურებით 301,8 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 13,5%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.საანგარიშო პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 13,8%-ით შემცირდა და 68,3 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 298 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98,7%-ს შეადგენს და 13,8%-ით ნაკლებია 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3,8 ათასი მგზავრი, რაც 26,1%-ით მეტია 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 73,1% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 26,9%. ამ პერიოდში სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვები არ განხორციელებულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ad1b9254a8b1faf856dba1f8d1e00cf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი, საქართველოს რკინიგზა
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი, საქართველოს რკინიგზა
რკინიგზით სატვირთო გადაზიდვები შემცირდა
იმპორტის სტრუქტურაში ლიდერად რუსეთი რჩება, რომელზეც რკინიგზის გადაზიდვების 40%-ზე მეტი მოდის, ხოლო სამგზავრო სექტორში საერთო ნაკადის 13,5%-იანი კლება დაფიქსირდა.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 2026 წლის პირველ კვარტალში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,03%-ით შემცირდა და 3 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მოცულობიდან 8,6% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 34,7% საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო - 56,7% ტრანზიტზე.
პირველ კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 25% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 75% - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.
გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40,6% გამოგზავნილია რუსეთიდან, 20,8% – აზერბაიჯანიდან. თითოეული სხვა გამოგზავნი ქვეყნის წილმა შეადგინა 10%-ზე ნაკლები (სულ 38,7%).
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია ყაზახეთში (9,8%), სომხეთში (8,9%) და რუსეთში (8,6%).
„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 7,6% გადაზიდულია ჩინეთში, 7,5% - თურქეთში, 4,4% - ნიდერლანდებში, 2,8% – უკრაინაში, 1,4% - იტალიაში, 1% - რუმინეთში.
აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 5,3%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 3%-ის – თურქეთი.
რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 33,4% მოდის კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე, 23,9% - ქიმიკატებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ხელოვნურ ბოჭკოზე, რეზინის და პლასტმასის ნაწარმზე, 12,3% - მეტალის მადანსა და სამთო-მომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება შიდა გადაზიდვებზე განსხვავებულია: 63,2% მოდის ლითონის მადანზე და სამთომომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 17,8% - კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები, 13,7% კი სატრანსპორტო აღჭურვილობაზე.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (52,7%), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (12,9%), ლითონის მადანი და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (10,5%), ქვანახშირი და ლიგნიტი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (6,9%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის პროდუქცია (3,8%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3,7%), ძირითადი ლითონები (3,6%) ძირითადად რკინიგზით შემოჰქონდათ.
ამასთან, ექსპორტირებულია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (38,5%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25,7%), ძირითადი ლითონები (12,7%), ლითონის მადნები და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (12,6%).
2026 წლის იანვარ-მარტში რკინიგზის მომსახურებით 301,8 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 13,5%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 13,8%-ით შემცირდა და 68,3 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.
სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 298 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98,7%-ს შეადგენს და 13,8%-ით ნაკლებია 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3,8 ათასი მგზავრი, რაც 26,1%-ით მეტია 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 73,1% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 26,9%. ამ პერიოდში სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვები არ განხორციელებულა.