რას ვჭამთ: ქუთაისში 36 ადამიანი მზა კერძებით მოიწამლა

© National Food Agency of Georgiaსურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2026
გამოწერა
ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ.
ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტომ დაიწყო მოკვლევა, კერძოდ, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა ქუთაისში, თავისუფლების 106-ში მდებარე შპს "ფუდ გალერი საქართველოში" (მზა კერძების წარმოება, რეალიზაცია), საიდანაც მოქალაქეებმა მიწოდების სერვისით შეიძინეს ე. წ. დიეტური კვების მენიუ, კერძოდ, "ფუდ გალერის" მიერ მომზადებული სურსათი (ბრინჯი ქათმით, ომლეტი, ბოსტნეულის კოქტეილი ქათმით და ტირამისუ).
"ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; გაიცა დამატებითი მითითებები რეცხვა-დეზინფექციის, აღჭურვილობებისა და პერსონალის ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შესახებ", -ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე გამოსაკვლევად აღებულია შემდეგი სურსათის ნიმუშები: ბრინჯი ქათმის ხორცით (ე.წ. უზბეკური ფლოვი), კვერცხი (ომლეტი) სოკოთი, ბოსტნეულის სალათის კოქტეილი ქათმის ხორცით, ტირამისუ და ქათმის ხორცი.
ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს.
ყველა ახალი ამბავი
0