მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე: სიტუაცია ფრონტზე მათთვის კატასტროფულია

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2026
გამოწერა
კიევის რეჟიმის ხელმძღვანელობა იპარავს დასავლურ დახმარებას, მათ შორის უკრაინელი ჯარისკაცებისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობას, შემდეგ კი, რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმით, ცდილობს ყურადღების გადატანას საკუთარი პრობლემებიდან.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე დეზერტირობა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში კატასტროფული ხდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სკოლადამთავრებულებთან შეხვედრაზე პროგრამაში „ვრემია გეროევ“.
„ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რთულიდან და კრიტიკულიდან თანდათან კატასტროფულში გადადის“, - აღნიშნა პუტინმა.
მან ასევე დასძინა, რომ ამას ვერ შველის ვერც „დასავლური დახმარება, რომელსაც რეგულარულად იპარავენ“, ვერც იძულებითი მობილიზაცია, სადაც „ადამიანებს ქუჩებში მაწანწალა ძაღლებივით იჭერენ“ და შემდეგ ფრონტზე აგზავნიან.
რუსეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის არმიაში მასშტაბური დეზერტირობაც კატასტროფული ხასიათის ხდება.
პუტინის თქმით, კიევის რეჟიმის უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის სიტუაციას ამწვავებს ყოვლისმომცველი კორუფცია, რომელსაც რეჟიმის ლიდერები მალავენ და რომელშიც თავადვე მონაწილეობენ.
„სინამდვილეში, ისინი თავად არიან ამ კორუფციული სქემების მონაწილეები. სწორედ ამიტომ ეხმარებიან ერთმანეთს ქვეყნიდან გაქცევაში და თავშესაფარს ეძებენ ისრაელში, სხვა ქვეყნებში“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან დააკონკრეტა, რომ უკრაინის ხელისუფლება ასევე იპარავს სამხედრო ქონებას და პირადი თავდაცვის საშუალებებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისთვისაა განკუთვნილი.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ კიევს იმისთვის სჭირდება ისეთი დანაშაულები, როგორიცაა თავდასხმა სტარობელსკის კოლეჯის სასწავლო კორპუსის და საერთო საცხოვრებლის შენობებზე, რათა ყურადღება ფრონტიდან და ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გადაიტანოს და რუსეთის საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს. შემდეგ კიევის რეჟიმი მორიგჯერ გადააბრალებს რუსეთს „ასეთი დანაშაულების ყველა ესკალაციასა და ყველა შედეგს“.
„ჩვენ ეს ვიცით; ეს ბევრჯერ გაგვივლია. მათ სურთ ყველაფერი ჩვენ, რუსეთს, ჩვენს ქვეყანას დააბრალონ“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
პარასკევს, რუსეთის პრეზიდენტმა დაავალა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარადგინოს წინადადებები ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, სტარობელსკში მდებარე კოლეჯზე უკრაინის დარტყმაზე საპასუხოდ.
ყველა ახალი ამბავი
0