https://sputnik-georgia.com/20260522/mamakacs-romelis-sapatriarqos-ezosi-manqanit-sevarda-patimroba-seefarda-298786445.html
მამაკაცს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, პატიმრობა შეეფარდა
მამაკაცს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა. 22.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-22T20:13+0400
2026-05-22T20:13+0400
2026-05-22T20:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ როსტომ მაზმიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი". გამოძიების ვერსიით, 2026 წლის 20 მაისს ბრალდებული რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. შლაგბაუმი, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. გარდა ამისა, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი უპატივცემულობას და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულებს 9.350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და განმარტავდა, რომ იმის საფრთხე, რომ ბრალდებულმა შესაძლოა, დანაშაულებრივი ქმედება გააგრძელოს არსებობს. პროკურორის თქმით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ის დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 2.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
მამაკაცს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, პატიმრობა შეეფარდა
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ როსტომ მაზმიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
გამოძიების ვერსიით, 2026 წლის 20 მაისს ბრალდებული რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. შლაგბაუმი, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. გარდა ამისა, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი უპატივცემულობას და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულებს 9.350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
"ვსვამ კითხვას, რატომ ჩავიდინე და პასუხს მე ვცემ. დავიწყოთ იქიდან, 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას, ხან ნომერი დავტოვე, ხან რა დავტოვე, სამებაში ვიყავი წყნარად, დაცვას ვთხოვე მოსაყდრე შიოსთვის გადაეცათ, რომ შეხვედრა მსურდა, საპატრიარქოში მივედი, გამომიშვეს", - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და განმარტავდა, რომ იმის საფრთხე, რომ ბრალდებულმა შესაძლოა, დანაშაულებრივი ქმედება გააგრძელოს არსებობს. პროკურორის თქმით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ის დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებულის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 2.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.