https://sputnik-georgia.com/20260522/londonsi-qartuli-rvino-waradgines-298770747.html
ლონდონში ქართული ღვინო წარადგინეს
ლონდონში ქართული ღვინო წარადგინეს
Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთი 2014 წლიდან გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი. 22.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-22T14:39+0400
2026-05-22T14:39+0400
2026-05-22T14:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277742049_0:151:961:691_1920x0_80_0_0_50ca90ce84d17d2a850cbe7127b9cd5f.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair 2026-ში მონაწილეობდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ქართული ღვინო ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარადგინეს. სააგენტოს ცნობით, გამოფენას ტრადიციულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება. "გამოფენა London Wine Fair 2026-ზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს", - აღნიშნულია განცხადებაში. გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის, Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair-ი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით. გამოფენა ლონდონში 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 116,5 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 2025 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ითაა გაზრდილი.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277742049_0:0:961:720_1920x0_80_0_0_74b6a0ad4f8e2d018b15b7770dfa87c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, დიდი ბრიტანეთი
ლონდონში ქართული ღვინო წარადგინეს
დიდი ბრიტანეთი 2014 წლიდან გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair 2026-ში მონაწილეობდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ქართული ღვინო ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარადგინეს.
სააგენტოს ცნობით, გამოფენას ტრადიციულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება.
"გამოფენა London Wine Fair 2026-ზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის, Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair-ი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით. გამოფენა ლონდონში 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 116,5 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 2025 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ითაა გაზრდილი.