მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი: დასავლეთი რუსეთზე თავდასხმის სცენარს განიხილავს

© photo: Sputnik / Юрий Кочетков / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2026
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კვლავ განიხილავს რუსეთის „დეკოლონიზაციის“ იდეას.
თბილისი, 22 მაისი - Sputnik. დასავლეთის ქვეყნები რუსეთზე თავდასხმის სცენარს განიხილავენ, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომამდე მესამე რაიხმა თავისი დროშების ქვეშ თითქმის მთელი ევროპა გააერთიანა.
„ახლაც იგივე ხდება - ნაციზმისა და რევანშიზმის იმავე დროშების ქვეშ - რუსეთზე თავდასხმისთვის პანევროპულ ჯგუფს ქმნიან არა მხოლოდ ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით, არამედ ფიზიკური თავდასხმის შესაძლებლობასაც განიხილავენ. და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს არა ადოლფ ჰიტლერი, არამედ ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი ნაცისტური ლოზუნგებით“, - განაცხადა ლავროვმა ინტერვიუში ონლაინ გამოცემასთან „დეტსკაია რედაქცია“.
საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხს ასევე შეეხო „ერთიანი რუსეთის“ საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერის გენერალური საბჭოს კომიტეტის სხდომაზე. ძირითადი განცხადებები:
ევროპა და შეერთებული შტატები ნატოს დომინირებისა და აღმოსავლეთისკენ გაფართოების პოლიტიკას ატარებენ,
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კვლავაც განიხილავენ რუსეთის „დეკოლონიზაციის“ იდეას,
დასავლეთის ქვეყნებს ყველგან საკუთარი წესრიგის დამყარება სურთ, მათ შორის ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში;
ევროკავშირი მხარს უჭერს კიევის რეჟიმის ნაცისტურ პოლიტიკას, რომელიც თავის ქვეყანაში ავიწროებს რუსულენოვან მოსახლეობას;
მათი უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული მშვიდობიანი მოლაპარაკების ფარგლებში.
ყველა ახალი ამბავი
0