https://sputnik-georgia.com/20260521/wyaltubosa-da-xonsi-agroqimikatebs-aralegalurad-asarebdnen-298758351.html
წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატებს არალეგალურად ასაღებდნენ
წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატებს არალეგალურად ასაღებდნენ
Sputnik საქართველო
2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა. 21.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-21T17:07+0400
2026-05-21T17:07+0400
2026-05-21T17:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281576498_0:106:1280:827_1920x0_80_0_0_37a33be6a891b4388e36ae9a6a22c418.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია უწების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს სოფელი მაღლაკში სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმის აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. "სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა", - აღნიშულია ინფორმაციაში. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ანალოგიური დარღვევები გამოავლინა ხონშიც; ინდივიდუალური მეწარმე და ფიზიკური პირი ,აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჭავჭავაძის N1-ში ასევე რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ აგროქიმიკატების რეალიზაციას. "კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ", - აღნიშულია ინფორმაციაში. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281576498_90:0:1228:853_1920x0_80_0_0_2650105575d7e842a342eadd4a8d7c46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, სურსათის ეროვნული სააგენტო
წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატებს არალეგალურად ასაღებდნენ
2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია უწების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს სოფელი მაღლაკში სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმის აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს.
"სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ანალოგიური დარღვევები გამოავლინა ხონშიც; ინდივიდუალური მეწარმე და ფიზიკური პირი ,აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჭავჭავაძის N1-ში ასევე რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ აგროქიმიკატების რეალიზაციას.
"კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ", - აღნიშულია ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა.
სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას