https://sputnik-georgia.com/20260521/rodis-ganaxldeba-baqo-sufsas-navtobsadenis-operireba-298752539.html
როდის განახლდება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერირება?
როდის განახლდება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერირება?
Sputnik საქართველო
პროექტის განახლება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს, როგორც მეზობელი ქვეყნებისა და ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორის, განაცხადა ეკონომიკის... 21.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-21T09:38+0400
2026-05-21T09:38+0400
2026-05-21T09:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
ეკონომიკა
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23064/48/230644828_0:35:1200:710_1920x0_80_0_0_4a67d605fb1acd612eed9763f987dc5c.jpg
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერირება, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველოსა და რეგიონისთვის, ასევე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, უახლოეს მომავალში განახლდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.საქართველომ და აზერბაიჯანმა შესაბამისი შეთანხმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბაქოში ვიზიტის დროს გააფორმეს. შეთანხმება ითვალისწინებს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის საოპერაციო კონტრაქტის დადებას, რაც უზრუნველყოფს ნავთობის ტრანზიტის აღდგენას ცენტრალური აზიიდან ევროპაში საქართველოს გავლით.მინისტრის თქმით, ამ პროექტის განახლებით საქართველო კიდევ უფრო განიმტკიცებს თავის პოზიციას, როგორც საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორი მეზობელი სახელმწიფოებისა და ევროპისთვის, რომელიც ქვეყნის გავლით ნავთობის უსაფრთხო ტრანზიტს უზრუნველყოფს.„ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან, რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების აღდგენას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მიწოდების ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა, რომელიც ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტის განახლებას უზრუნველყოფს.წარმატებით დასრულებული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია - SOCAR Midstream Operation LLC-ისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობისა სახელმწიფო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ნავთობსადენის მინიმალური დატვირთვის საკითხსაც განსაზღვრავს.ბაქო-სუფსას ნავთობსადენით ნავთობის მოწოდება სანგაჩალის ტერმინალიდან (რომელიც ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაზე მდებარეობს) სუფსის პორტამდე ხორციელდება.ბაქო-სუფსის ნავთობსადენი 1999 წლის აპრილში გაიხსნა. იგი წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ატარებს. ამ მარშრუტით ნავთობის გადატუმბვა 2022 წლის მარტში შეწყდა. ამჟამად აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი ხორციელდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, რომლითაც ნავთობი გადის თურქეთსა და გარე ბაზრებზე.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23064/48/230644828_105:0:1097:744_1920x0_80_0_0_b2d4ad4d1b6cd5ef60718ea9edca293e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, ეკონომიკა, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, ეკონომიკა, კავკასია
როდის განახლდება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერირება?
პროექტის განახლება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს, როგორც მეზობელი ქვეყნებისა და ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორის, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერირება, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველოსა და რეგიონისთვის, ასევე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, უახლოეს მომავალში განახლდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა შესაბამისი შეთანხმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბაქოში ვიზიტის დროს გააფორმეს. შეთანხმება ითვალისწინებს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის საოპერაციო კონტრაქტის დადებას, რაც უზრუნველყოფს ნავთობის ტრანზიტის აღდგენას ცენტრალური აზიიდან ევროპაში საქართველოს გავლით.
„ბაქო-სუფსის მილსადენს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად, რეგიონისთვის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. აღნიშნული მილსადენი ბოლო წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, თუმცა, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ერთობლივი ძალისხმევით, უახლოეს მომავალში მოხდება მისი ექსპლუატაციაში დაბრუნება“, - განუცხადა ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს.
მინისტრის თქმით, ამ პროექტის განახლებით საქართველო კიდევ უფრო განიმტკიცებს თავის პოზიციას, როგორც საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორი მეზობელი სახელმწიფოებისა და ევროპისთვის, რომელიც ქვეყნის გავლით ნავთობის უსაფრთხო ტრანზიტს უზრუნველყოფს.
„ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან, რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების აღდგენას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მიწოდების ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა, რომელიც ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტის განახლებას უზრუნველყოფს.
წარმატებით დასრულებული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია - SOCAR Midstream Operation LLC-ისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობისა სახელმწიფო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ნავთობსადენის მინიმალური დატვირთვის საკითხსაც განსაზღვრავს.
ბაქო-სუფსას ნავთობსადენით ნავთობის მოწოდება სანგაჩალის ტერმინალიდან (რომელიც ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაზე მდებარეობს) სუფსის პორტამდე ხორციელდება.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენი 1999 წლის აპრილში გაიხსნა. იგი წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ატარებს. ამ მარშრუტით ნავთობის გადატუმბვა 2022 წლის მარტში შეწყდა. ამჟამად აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი ხორციელდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, რომლითაც ნავთობი გადის თურქეთსა და გარე ბაზრებზე.