https://sputnik-georgia.com/20260521/ramdeni-tvirti-gadamusavda-saqartvelos-portebsi-axali-monacemebi-298752705.html
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 401 გემი 21.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-21T10:52+0400
2026-05-21T10:52+0400
2026-05-21T10:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812998_0:0:3461:1947_1920x0_80_0_0_70eb3a83f1ba96f261c21d0a83da8893.jpg
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს პორტებში გადამუშავდა 4,3 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19,7%-ით მეტია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.„საქსტატის“ ცნობით, გადამუშავებული ტვირთის 49,1 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30,4 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 20,4 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 401 გემი, რომელთა 51,6 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 19,2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 19,2 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.ამ პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღეს 23%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი, 8,7%-ით ნაკლები სპეციალიზებული გემი, გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი 8,4%-ით ნაკლები კონტეინერმზიდი, 6,1%-ით ნაკლები კონტეინერმზიდი და 5%-ით ნაკლები ბალკერი.ასევე პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18,2 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 13,7 პროცენტი - თურქეთის, 10 პროცენტი - ლიბერიის, 7,5 პროცენტი - მალტის, დანარჩენი 50,6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.მგზავრთა გადაყვანაგარდა ამისა, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საზღვაო პორტები 3,2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53,6%-ით მეტია.მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 55,3 პროცენტი შეადგინა.საქართველოში ამჟამად ორი პორტია - ბათუმსა და ფოთში. ამასთან, ტვირთების ძირითადი ნაკადი დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი არის მისი სიღრმე - დღეს პორტს არ შეუძლია 1,5 ათასზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812998_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_80d3e2c8aaf5df9cc3980eb482fdd2bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 401 გემი
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს პორტებში გადამუშავდა 4,3 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19,7%-ით მეტია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ ცნობით, გადამუშავებული ტვირთის 49,1 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30,4 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 20,4 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 401 გემი, რომელთა 51,6 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 19,2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 19,2 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
ამ პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღეს 23%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი, 8,7%-ით ნაკლები სპეციალიზებული გემი, გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი 8,4%-ით ნაკლები კონტეინერმზიდი, 6,1%-ით ნაკლები კონტეინერმზიდი და 5%-ით ნაკლები ბალკერი.
ასევე პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18,2 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 13,7 პროცენტი - თურქეთის, 10 პროცენტი - ლიბერიის, 7,5 პროცენტი - მალტის, დანარჩენი 50,6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
გარდა ამისა, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საზღვაო პორტები 3,2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53,6%-ით მეტია.
მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 55,3 პროცენტი შეადგინა.
საქართველოში ამჟამად ორი პორტია - ბათუმსა და ფოთში. ამასთან, ტვირთების ძირითადი ნაკადი დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი არის მისი სიღრმე - დღეს პორტს არ შეუძლია 1,5 ათასზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.