https://sputnik-georgia.com/20260521/penitenciur-dawesebulebasi-bolo-zari-arnisnes-298755164.html
პენიტენციურ დაწესებულებაში „ბოლო ზარი" აღნიშნეს
პენიტენციურ დაწესებულებაში „ბოლო ზარი" აღნიშნეს
Sputnik საქართველო
მსჯავრდებულებს სკოლის დამთავრება სხვადასხვა სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა - მუსიკოსებმა, მსახიობებმა, ტელეწამყვანებმა და სპორტსმენებმა მიულოცეს. 21.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-21T13:19+0400
2026-05-21T13:19+0400
2026-05-21T13:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საზოგადოება
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_15:113:1166:761_1920x0_80_0_0_9597a3669fed647d97c7e9c0526750d7.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში მოსწავლე მსჯავრდებულებისთვის "ბოლო ზარისადმი" მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მსჯავრდებულებს სკოლის დამთავრება სხვადასხვა სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა - მუსიკოსებმა, მსახიობებმა, ტელეწამყვანებმა და სპორტსმენებმა მიულოცეს. მოსწავლეებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან სიმბოლური თეთრი მაისურები გადაეცათ, რომლებზეც სტუმრებმა სამახსოვრო და მისალოცი წარწერები დატოვეს. ღონისძიების ფარგლებში, შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულების მონაწილეობით. №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ყოფნისას სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების სასწავლო სივრცე, ბიბლიოთეკა და სპორტული ინფრასტრუქტურა. "თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პროფესიული და აკადემიური განათლების ხელშეწყობა, პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განათლების სხვადასხვა საფეხურზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია შესაბამისი პირობები", - აღნიშნავენ უწყებაში. გასულ წელს სკოლის "ბოლო ზარი" საპატიმროში 9 არასრულწლოვანისთვის დაირეკა. 20 მაისს, საქართველოს სახელმწიფო სკოლებში XII კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. "ბოლო ზარის" აღსანიშნავად სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში გაიმართა.2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობამ 11.669 ათასი ადამიანი შეადგინა, აქედან 126 არასრულწლოვანი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_301:150:1116:761_1920x0_80_0_0_cf76c2566928e624eec969a388e7b959.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, განათლება საქართველოში
პენიტენციურ დაწესებულებაში „ბოლო ზარი" აღნიშნეს
მსჯავრდებულებს სკოლის დამთავრება სხვადასხვა სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა - მუსიკოსებმა, მსახიობებმა, ტელეწამყვანებმა და სპორტსმენებმა მიულოცეს.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში მოსწავლე მსჯავრდებულებისთვის "ბოლო ზარისადმი" მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსჯავრდებულებს სკოლის დამთავრება სხვადასხვა სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა - მუსიკოსებმა, მსახიობებმა, ტელეწამყვანებმა და სპორტსმენებმა მიულოცეს.
მოსწავლეებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან სიმბოლური თეთრი მაისურები გადაეცათ, რომლებზეც სტუმრებმა სამახსოვრო და მისალოცი წარწერები დატოვეს.
ღონისძიების ფარგლებში, შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულების მონაწილეობით.
№11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ყოფნისას სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების სასწავლო სივრცე, ბიბლიოთეკა და სპორტული ინფრასტრუქტურა.
"თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პროფესიული და აკადემიური განათლების ხელშეწყობა, პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განათლების სხვადასხვა საფეხურზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია შესაბამისი პირობები", - აღნიშნავენ უწყებაში.
გასულ წელს სკოლის "ბოლო ზარი" საპატიმროში 9 არასრულწლოვანისთვის დაირეკა.
20 მაისს, საქართველოს სახელმწიფო სკოლებში XII კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. "ბოლო ზარის" აღსანიშნავად სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში გაიმართა.
2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობამ 11.669 ათასი ადამიანი შეადგინა, აქედან 126 არასრულწლოვანი იყო.