https://sputnik-georgia.com/20260520/wvrtnebi-rusetsi-298765248.html
რუსეთის შეიარაღებული ძალების ბირთვული წვრთნები: საით გაფრინდება „ორეშნიკი“ და „სარმატი“
რუსეთის შეიარაღებული ძალების ბირთვული წვრთნები: საით გაფრინდება „ორეშნიკი“ და „სარმატი“
Sputnik საქართველო
რუსეთის შეიარაღებული ძალების ბირთვული ძალების წვრთნები, რომელიც უჩვეულოა ჩართული რესურსების რაოდენობითა და მიზნების მრავალფეროვნებით, მიმდინარეობს ევროპასა და... 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T13:12+0400
2026-05-20T13:12+0400
2026-05-21T20:12+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1a/295543675_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_7906d30d3076d0c464d7f03aaa54d434.jpg
რუსეთის შეიარაღებული ძალების ბირთვული ძალების წვრთნები, რომელიც უჩვეულოა ჩართული რესურსების რაოდენობითა და მიზნების მრავალფეროვნებით, მიმდინარეობს ევროპასა და აზიაში, არსებული მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური ტურბულენტობის, ასევე რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების მზარდი საფრთხეების ფონზე.„აგრესიის საფრთხის პირობებში“, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 19–21 მაისს ტარდება ფართომასშტაბიანი წვრთნები ბირთვული ძალების (ტაქტიკური და სტრატეგიული ბირთვული იარაღის) მომზადებისა და გამოყენების საკითხებზე. ჩართული არიან სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები, ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტები, შორი მოქმედების ავიაციის სარდლობა, ასევე ლენინგრადისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების ძალების ნაწილი.რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის ფართო ტერიტორიაზე ტაქტიკური და სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების მეთოდებს 64 ათასი სამხედრო მოსამსახურე ამუშავებს. გამოყენებულია 200-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი, 140 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 73 ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი, რომელთაგან 8 სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა კრეისერია.ჩართულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მთელი სტრატეგიული ტრიადა და „ისკანდერ-М“-ის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვილი ბრიგადები. სამხედრო შენაერთები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა მოყვანილი. ბირთვული საბრძოლო მასალები მიტანილია სარაკეტო ბრიგადების პოზიციური რაიონების საველე საცავებში. სპეციალისტები მათ რაკეტა-მატარებლებზე ამონტაჟებენ, იმისათვის რომ დანიშნულ პოზიციურ რაიონში ფარულად გადაინაცვლონ და მოემზადონ სარაკეტო გაშვებებისთვის.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების მეთოდური მიზნებია:დაგეგმილია ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე პოლიგონების მიმართულებით გაშვება. მუშავდება ბელარუსის რესპუბლიკაში განთავსებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის — „ისკანდერ-М“-ისა და „ორეშნიკის“ — ერთობლივი მომზადება და გამოყენება. ცხადია, საფრენ დავალებებში სამიზნეებად არ არის შეტანილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აპრილის „სასიკვდილო სია“ დასავლეთ ევროპის მიმართ და არც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის „სამიზნეების მითითებები“ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დაკავშირებით. თუმცა, ბირთვული მანევრების პოლიტიკური მიზანი, რუსეთის მიმართ უგუნურად აგრესიული დასავლელი პოლიტიკოსებისა და სტრატეგების გამოფხიზლებაა.თუ ბირთვული ტრიადის ძალებს ცალ-ცალკე განვიხილავთ, დავინახავთ, რომ წვრთნებში რუსეთის თითქმის მთელი წყალქვეშა სარაკეტო ფლოტია ჩართული. ერთ ძალიან უხმაურო „ბორეის“ ტიპის კრეისერზე განთავსებულია 16 „ბულავას“ ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომლებსაც 160-მდე თერმობირთვული ქობინი გადააქვთ. აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ვერ შეძლებს რუსული რაკეტების დარტყმის მოგერიებას, პენტაგონის ევროპელი მოკავშირეების რესურსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამერიკული ჟურნალი The National Interest აღნიშნავდა: „ბორეის“ პროექტის წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ აშშ „საცხოვრებლად უვარგისად“ აქციონ, თუნდაც რუსეთის ყველა დანარჩენი ბირთვული ძალა „პირველი დარტყმით“ განადგურდეს. და მაინც, რვა სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა კრეისერი მხოლოდ იმ ბირთვული ძალების ნაწილია, რომლებიც წვრთნებშია ჩართული.მარტივი არითმეტიკა გვკარნახობს, რომ 19–21 მაისს სახმელეთო ამოცანების დასამუშავებლად გაშლილია 70-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი (სავარაუდოდ, ტაქტიკური და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის). ეს — შორი მოქმედების ავიაციის Х-102 ტიპის ფრთოსანი რაკეტების გარკვეული რაოდენობის გაუთვალისწინებლად, რომლებსაც შეუძლიათ სამიზნეების განადგურება 5500 კმ-ის, ზოგიერთი სხვა მონაცემებით კი — 10 000 კმ-მდე მანძილზე.სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ახალი ავტომატიზებული საბრძოლო მართვის სისტემა სარდლობას საშუალებას აძლევს, კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს, პრაქტიკულად, მყისიერად შეუცვალოს სამიზნეები ვითარების შესაბამისად, უშუალოდ გაშვების წინ. ამას ხელს ვერ შეუშლის ვერც ბირთვული აფეთქებები და ვერც ელექტრონული წინააღმდეგობის სისტემები. აღსანიშნავია, რომ ადრე რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ეტაპობრივად და სტრატეგიული ძალებისგან განცალკევებით ტარდებოდა. 19–21 მაისის საბრძოლო ინტეგრაცია ორგანიზაციული, ტექნოლოგიური და ლოგისტიკური თვალსაზრისით, გაცილებით უფრო რთულ ამოცანად გამოიყურება. და ეს არ არის მუქარა რომელიმე ცალკეული ლატვიის, გერმანიის ან ბრიტანეთის მიმართ. ეს არის მთელი კოლექტიური დასავლეთისთვის უპირატესობის დემონსტრირება. თუმცა, იქ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ სათანადო დასკვნები.19 მაისს, ბრიუსელში გამართულ ნატოს ქვეყნების შტაბების უფროსთა 195-ე სხდომაზე, დადასტურდა კიევის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერისა და „სამხედრო მრეწველობაში ინვესტიციების გაორმაგების“ კურსი. დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ „უკრაინის მხარდაჭერა“ გრძელვადიან პერსპექტივაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 21–22 მაისს, შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში დაგეგმილი შეხვედრის ცენტრალური თემა გახდება. შესაძლოა, მოსკოვის სამშვიდობო წინადადებები უსაფრთხოების ურთიერთგარანტიებისა და უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასრულების შესახებ ვაშინგტონისა და ბრიუსელისთვის უფრო გასაგები და უფრო წონადი გახდეს, „ბორეის“ ტიპის ატომური წყალქვეშა ნავების, ახალი სარაკეტო კომპლექსების — „ორეშნიკის“, „სარმატის“ და სხვა „სტარტზე მყოფი არგუმენტების“ თანხლებით.რუსეთის ბირთვული შეკავების ძალები „კარგ ფორმაშია“ და მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებიან, რათა, დანიშნულებისამებრ, შეასრულონ ამოცანები — აღკვეთონ შეიარაღებული აგრესია ან მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი საპასუხო დარტყმა მიაყენონ. ზოგჯერ ტყის ხანძარს შემხვედრი აფეთქებით აქრობენ, ვინაიდან დარტყმითი ტალღა ალს ახშობს. მოცულობითი აფეთქება წვის ზონიდან ჟანგბადს გამოდევნის. დღეს ევროპა, გარკვეული თვალსაზრისით, რუსეთის მიმართ უგუნური კონფრონტაციის მაღალტემპერატურულ ხანძარშია გახვეული. არ არის სასურველი მისი „ჩაქრობა“ ბირთვული იარაღით. მაგრამ, თუ ამის აუცილებლობა დადგება, ყველაფერი ოპერატიულად, ეფექტიანად და უზენაესი მთავარსარდლის მიერ დადგენილ ვადებში, ზუსტად შესრულდება.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1a/295543675_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_c7312e9c9c61354b4addff7acb64855d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთის შეიარაღებული ძალების ბირთვული ძალების წვრთნები, რომელიც უჩვეულოა ჩართული რესურსების რაოდენობითა და მიზნების მრავალფეროვნებით, მიმდინარეობს ევროპასა და აზიაში, არსებული მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური ტურბულენტობის, ასევე რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების მზარდი საფრთხეების ფონზე.
„აგრესიის საფრთხის პირობებში“, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 19–21 მაისს ტარდება ფართომასშტაბიანი წვრთნები ბირთვული ძალების (ტაქტიკური და სტრატეგიული ბირთვული იარაღის) მომზადებისა და გამოყენების საკითხებზე. ჩართული არიან სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები, ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტები, შორი მოქმედების ავიაციის სარდლობა, ასევე ლენინგრადისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების ძალების ნაწილი.
რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის ფართო ტერიტორიაზე ტაქტიკური და სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების მეთოდებს 64 ათასი სამხედრო მოსამსახურე ამუშავებს. გამოყენებულია 200-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი, 140 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 73 ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი, რომელთაგან 8 სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა კრეისერია.
ჩართულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მთელი სტრატეგიული ტრიადა და „ისკანდერ-М“-ის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვილი ბრიგადები. სამხედრო შენაერთები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა მოყვანილი. ბირთვული საბრძოლო მასალები მიტანილია სარაკეტო ბრიგადების პოზიციური რაიონების საველე საცავებში. სპეციალისტები მათ რაკეტა-მატარებლებზე ამონტაჟებენ, იმისათვის რომ დანიშნულ პოზიციურ რაიონში ფარულად გადაინაცვლონ და მოემზადონ სარაკეტო გაშვებებისთვის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების მეთოდური მიზნებია:
ხელმძღვანელი და ოპერატიული შემადგენლობის მუშაობის უნარების დამუშავება;
მოწინააღმდეგის აგრესიის აღსაკვეთად ჯარების მზადყოფნის დონის შემოწმება;
დანიშნულებისამებრ, ამოცანების შესრულებისას მართვის, ურთიერთქმედებისა და უზრუნველყოფის დამუშავება.
დაგეგმილია ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე პოლიგონების მიმართულებით გაშვება. მუშავდება ბელარუსის რესპუბლიკაში განთავსებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის — „ისკანდერ-М“-ისა და „ორეშნიკის“ — ერთობლივი მომზადება და გამოყენება. ცხადია, საფრენ დავალებებში სამიზნეებად არ არის შეტანილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აპრილის „სასიკვდილო სია“ დასავლეთ ევროპის მიმართ და არც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის „სამიზნეების მითითებები“ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დაკავშირებით. თუმცა, ბირთვული მანევრების პოლიტიკური მიზანი, რუსეთის მიმართ უგუნურად აგრესიული დასავლელი პოლიტიკოსებისა და სტრატეგების გამოფხიზლებაა.
თუ ბირთვული ტრიადის ძალებს ცალ-ცალკე განვიხილავთ, დავინახავთ, რომ წვრთნებში რუსეთის თითქმის მთელი წყალქვეშა სარაკეტო ფლოტია ჩართული. ერთ ძალიან უხმაურო „ბორეის“ ტიპის კრეისერზე განთავსებულია 16 „ბულავას“ ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომლებსაც 160-მდე თერმობირთვული ქობინი გადააქვთ.
აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ვერ შეძლებს რუსული რაკეტების დარტყმის მოგერიებას, პენტაგონის ევროპელი მოკავშირეების რესურსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამერიკული ჟურნალი The National Interest აღნიშნავდა: „ბორეის“ პროექტის წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ აშშ „საცხოვრებლად უვარგისად“ აქციონ, თუნდაც რუსეთის ყველა დანარჩენი ბირთვული ძალა „პირველი დარტყმით“ განადგურდეს. და მაინც, რვა სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა კრეისერი მხოლოდ იმ ბირთვული ძალების ნაწილია, რომლებიც წვრთნებშია ჩართული.
მარტივი არითმეტიკა გვკარნახობს, რომ 19–21 მაისს სახმელეთო ამოცანების დასამუშავებლად გაშლილია 70-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი (სავარაუდოდ, ტაქტიკური და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის). ეს — შორი მოქმედების ავიაციის Х-102 ტიპის ფრთოსანი რაკეტების გარკვეული რაოდენობის გაუთვალისწინებლად, რომლებსაც შეუძლიათ სამიზნეების განადგურება 5500 კმ-ის, ზოგიერთი სხვა მონაცემებით კი — 10 000 კმ-მდე მანძილზე.
სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ახალი ავტომატიზებული საბრძოლო მართვის სისტემა სარდლობას საშუალებას აძლევს, კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს, პრაქტიკულად, მყისიერად შეუცვალოს სამიზნეები ვითარების შესაბამისად, უშუალოდ გაშვების წინ. ამას ხელს ვერ შეუშლის ვერც ბირთვული აფეთქებები და ვერც ელექტრონული წინააღმდეგობის სისტემები. აღსანიშნავია, რომ ადრე რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ეტაპობრივად და სტრატეგიული ძალებისგან განცალკევებით ტარდებოდა.
19–21 მაისის საბრძოლო ინტეგრაცია ორგანიზაციული, ტექნოლოგიური და ლოგისტიკური თვალსაზრისით, გაცილებით უფრო რთულ ამოცანად გამოიყურება. და ეს არ არის მუქარა რომელიმე ცალკეული ლატვიის, გერმანიის ან ბრიტანეთის მიმართ. ეს არის მთელი კოლექტიური დასავლეთისთვის უპირატესობის დემონსტრირება. თუმცა, იქ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ სათანადო დასკვნები.
19 მაისს, ბრიუსელში გამართულ ნატოს ქვეყნების შტაბების უფროსთა 195-ე სხდომაზე, დადასტურდა კიევის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერისა და „სამხედრო მრეწველობაში ინვესტიციების გაორმაგების“ კურსი. დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ „უკრაინის მხარდაჭერა“ გრძელვადიან პერსპექტივაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 21–22 მაისს, შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში დაგეგმილი შეხვედრის ცენტრალური თემა გახდება. შესაძლოა, მოსკოვის სამშვიდობო წინადადებები უსაფრთხოების ურთიერთგარანტიებისა და უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასრულების შესახებ ვაშინგტონისა და ბრიუსელისთვის უფრო გასაგები და უფრო წონადი გახდეს, „ბორეის“ ტიპის ატომური წყალქვეშა ნავების, ახალი სარაკეტო კომპლექსების — „ორეშნიკის“, „სარმატის“ და სხვა „სტარტზე მყოფი არგუმენტების“ თანხლებით.
რუსეთის ბირთვული შეკავების ძალები „კარგ ფორმაშია“ და მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებიან, რათა, დანიშნულებისამებრ, შეასრულონ ამოცანები — აღკვეთონ შეიარაღებული აგრესია ან მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი საპასუხო დარტყმა მიაყენონ. ზოგჯერ ტყის ხანძარს შემხვედრი აფეთქებით აქრობენ, ვინაიდან დარტყმითი ტალღა ალს ახშობს. მოცულობითი აფეთქება წვის ზონიდან ჟანგბადს გამოდევნის. დღეს ევროპა, გარკვეული თვალსაზრისით, რუსეთის მიმართ უგუნური კონფრონტაციის მაღალტემპერატურულ ხანძარშია გახვეული. არ არის სასურველი მისი „ჩაქრობა“ ბირთვული იარაღით. მაგრამ, თუ ამის აუცილებლობა დადგება, ყველაფერი ოპერატიულად, ეფექტიანად და უზენაესი მთავარსარდლის მიერ დადგენილ ვადებში, ზუსტად შესრულდება.