https://sputnik-georgia.com/20260520/tbilisshi-dazianebul-sagzao-inprastruqturas-moawesrigeben-298735545.html
თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურას ღამის საათებში მოაწესრიგებენ
თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურას ღამის საათებში მოაწესრიგებენ
Sputnik საქართველო
კომპანია, რომელიც თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე იზრუნებს, თბილისის მერიამ ტენდერის შედეგად გამოვლინა. 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T18:00+0400
2026-05-20T18:00+0400
2026-05-20T18:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23835/64/238356432_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_683adde865a1dad929fa4bf305e16c8c.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. დედაქალაქის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში, ძირითადად, ღამის საათებში განხორციელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. როგორც კალაძემ აღნიშნა, ზამთრის სეზონის უამინდობამ და ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ დედაქალაქში ძალიან დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. არის კონკრეტული გზის მონაკვეთები, რომლებიც დაზიანებულია და აუცილებელ ჩარევას საჭიროებს.რაც შეეხება დაზიანებული მონაკვეთების ღამის საათებში აღდგენას, რასაც ახლავს გარკვეული დისკომფორტი ხმაურის სახით, კალაძის თქმით, ეს ხანგრძლივად არ იქნება. „იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში გზის გადაკეტვა ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს, თან სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე ჩატარდება, შესაბამისად, მუშაობა მხოლოდ ღამის საათებში მოგვიწევს“, – განაცხადა კალაძემ. თბილისის მერმა მოსახლეობას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23835/64/238356432_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_7635129fce452f21760fd64dee8f370e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურას ღამის საათებში მოაწესრიგებენ
კომპანია, რომელიც თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე იზრუნებს, თბილისის მერიამ ტენდერის შედეგად გამოვლინა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. დედაქალაქის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში, ძირითადად, ღამის საათებში განხორციელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ზამთრის სეზონის უამინდობამ და ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ დედაქალაქში ძალიან დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. არის კონკრეტული გზის მონაკვეთები, რომლებიც დაზიანებულია და აუცილებელ ჩარევას საჭიროებს.
„არის კონკრეტული გზის მონაკვეთები, რომლებიც დაზიანებულია და აუცილებელ ჩარევას საჭიროებს. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი აღნიშნული მიმართულებით, უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით, განსაკუთრებით ღამის საათებში, არა მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე, არამედ შიდა საუბნო გზებზეც მოახდენს შესაბამის რეაგირებას, რათა საგზაო ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მასშტაბით იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დაზიანებული მონაკვეთების ღამის საათებში აღდგენას, რასაც ახლავს გარკვეული დისკომფორტი ხმაურის სახით, კალაძის თქმით, ეს ხანგრძლივად არ იქნება.
„იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში გზის გადაკეტვა ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს, თან სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე ჩატარდება, შესაბამისად, მუშაობა მხოლოდ ღამის საათებში მოგვიწევს“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა მოსახლეობას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.