თბილისში ათასობით ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

გამოწერა
კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას დღეს 18:00 საათამდე აღუდგება.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ჩუღურეთის რაიონში გაზის მიწოდება 4,1 ათას აბონენტს შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy).
კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე გაზსადენზე ავარია მოხდა, რომლის შედეგად 20 მაისის 01:40 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდა როგორც ჩუღურეთის მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
უწყების ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დღეს, 10:00 საათიდან დაიწყო და დასრულდება 18:00 საათამდე.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და სთხოვს, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0