https://sputnik-georgia.com/20260520/samegreloshi-xetkis-ukanono-mopovebis-paqtebi-gamovlines-298730561.html
სამეგრელოში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
სამეგრელოში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
2026 წლის პირველ კვარტალში სამეგრელოში ხეტყის უკანონო ჭრის 90-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T14:38+0400
2026-05-20T14:38+0400
2026-05-20T14:38+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, წალეჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში მოქალაქის საკარმიდამო ეზოში გამოვლენილია 12 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხეტყე (მორი). ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში კი მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 16 ძირი ჭადრისა და 2 ძირი თხმელას (მურყანი) სახეობის ხე-მცენარე, რომლისგანაც 29 ერთეული მორი დაამზადა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. უწყების ცნობით, ტერიტორიებიდან ჯამში ამოღებულია 41 ერთელი მრგვალი ხეტყე (მორი). მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის 90-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი. უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა 2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, რელიგია
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, რელიგია
სამეგრელოში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
2026 წლის პირველ კვარტალში სამეგრელოში ხეტყის უკანონო ჭრის 90-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, წალეჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში მოქალაქის საკარმიდამო ეზოში გამოვლენილია 12 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხეტყე (მორი).
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში კი მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 16 ძირი ჭადრისა და 2 ძირი თხმელას (მურყანი) სახეობის ხე-მცენარე, რომლისგანაც 29 ერთეული მორი დაამზადა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
უწყების ცნობით, ტერიტორიებიდან ჯამში ამოღებულია 41 ერთელი მრგვალი ხეტყე (მორი).
მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის 90-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.