რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ახალი მონაცემები

გამოწერა
ექსპორტმა 2,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 21,1%-ით მეტია.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 1,7%-ით გაიზარდა და 8,1 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქატატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 5,7 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით ნაკლები.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა: 2026 წლის იანვარი-აპრილი
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
ექსპორტი | 2 439,9 | 21,1 |
იმპორტი | 5 692,9 | -4,9 |
სულ | 8 132,8 | 1,7 |
ექსპორტმა 2,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 21,1%-ით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 18,1%-ით ნაკლებია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, აზოტოვანი სასუქები, მედიკამენტები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი 2026 წლის იანვარ-აპრილში
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა,% |
მსუბუქი ავტომობილები | 537,4 | -28,7 |
ნავთობი და ნავთობპროდუქტები | 324,1 | 921,6 |
მადნები და ძვირფასი ლითონების კონცენტრატები | 225,1 | 133,7 |
ფეროშენადნობები | 94,6 | 91,9 |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 80,1 | 118,7 |
2026 წლის იანვარ-აპრილში ყველაზე მეტად გაიზარდა ნავთობპროდუქტების (921,6%), ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (133,7%-ით), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (118,7%) და ფეროშენადნობების (91,9%) ექსპორტი.
ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა მსუბუქი ავტომობილების - 28,5%-ით და სპირტიანი სასმელების - 0,7%-ით ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული 2026 წლის იანვარ-აპრილში
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა,% |
მსუბუქი ავტომობილები | 925,9 | -23,1 |
ნავთობი და ნავთობპროდუქტები | 471,3 | 18,7 |
ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები | 254,1 | 16,9 |
მედიკამენტები | 245,7 | 13,1 |
ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები | 118,5 |
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (176,2%), ვაქცინების, სისხლისა და იმუნური შრატების (27,7%) და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (18,7%) იმპორტი.
წლის დასაწყისიდან შემცირდა სატვირთო (24,6%-ით) და მსუბუქი ავტომობილების (23,1%-ით) იმპორტი
ვისთან ვაჭრობს საქართველო
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,5%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ხუთეული 2026 წლის იანვარ-აპრილში
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა,% |
თურქეთი | 1 095,3 | 18,4 |
რუსეთი | 965,7 | 12,2 |
ჩინეთი | 933,3 | 45,2 |
აშშ | 630,8 | -35,9 |
აზერბაიჯანი | 451,2 | 8,1 |
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის გერმანია, ყირგიზეთი, სომხეთი, ყაზახეთი და ბულგარეთი.