https://sputnik-georgia.com/20260520/ramdeni-eleqtroenergia-gamoimushava-qaris-eleqtrosadgurma-298729503.html
რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა
რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა
Sputnik საქართველო
გორთან მდებარე ქარის ელექტროსადგური „ქართლი" 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია. 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T14:19+0400
2026-05-20T14:19+0400
2026-05-20T14:19+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0d/293744847_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_8a793d8d21836f158ed628a2fcf18c81.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოში ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა „ქართლმა" 2026 წლის პირველ კვარტალში 26,0 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 40%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.გორთან მდებარე ქარის ელექტროსადგური „ქართლი" 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.2025 წელს ქარის ელექტროსადგურმა 79,4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 2,3%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.საქართველოში 2025 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წელთან შედარებით 3,3%-ით გაიზარდა და 14,9 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა. ამ პერიოდში საქართველოში გამომუშავდა 13,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 2,8%-ით ნაკლები 2024 წელთან შედარებით.ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის. ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრაციის გაძლიერებას აპირებს. ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2030 წლისთვის საქართველოში შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტი შეიქმნას.ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შემუშავდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.განახლებადი ენერგეტიკის განვითარების სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0d/293744847_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_d8d21585102d6634b420e6685c5baa28.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა
გორთან მდებარე ქარის ელექტროსადგური „ქართლი" 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოში ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა „ქართლმა" 2026 წლის პირველ კვარტალში 26,0 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 40%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გორთან მდებარე ქარის ელექტროსადგური „ქართლი" 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.
2025 წელს ქარის ელექტროსადგურმა 79,4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 2,3%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
საქართველოში 2025 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წელთან შედარებით 3,3%-ით გაიზარდა და 14,9 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა. ამ პერიოდში საქართველოში გამომუშავდა 13,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 2,8%-ით ნაკლები 2024 წელთან შედარებით.
„გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,9 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 2,7 მლრდ კვტ/სთ", - ნათქვამია განცხადებაში.
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის. ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრაციის გაძლიერებას აპირებს. ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2030 წლისთვის საქართველოში შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტი შეიქმნას.
ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შემუშავდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
განახლებადი ენერგეტიკის განვითარების სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.