პრემიერი XII კლასელებს: თქვენმა შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას ხვალინდელი დღე

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2026
გამოწერა
დღეს საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის" აღსანიშნავად სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ყველა დასახული მიზნის მიღწევა უსურვა.
დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში XII კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 43 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა.
„ძვირფასო მეთორმეტე კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია. მჯერა, რომ თქვენი ნიჭითა და შრომით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში“, - ნათქვამია მთავრობის მეთაურის მილოცვის წერილში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალგაზრდების შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას ქვეყნის ხვალინდელი დღე.
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა I და XII კლასების გარდა 15 ივნისს დამთავრდება. XII კლასელებისთვის ბოლო ზარი დღეს ირეკება, ხოლო პირველკლასელები სწავლას 25 მაისს დაამთავრებენ.
ყველა ახალი ამბავი
0