https://sputnik-georgia.com/20260520/parlamenti-kanonmdeblobis-cvlilebas-gegmavs-298725053.html
მკაცრი რეჟიმის საპატიმროში მყოფ პირებს გამოცდებისთვის ციხის დატოვების უფლება ექნებათ?
მკაცრი რეჟიმის საპატიმროში მყოფ პირებს გამოცდებისთვის ციხის დატოვების უფლება ექნებათ?
Sputnik საქართველო
გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 36 მსჯავრდებული იყო დარეგისტრირებული. 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T15:51+0400
2026-05-20T15:51+0400
2026-05-20T15:51+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს ექსტერნატის გამოცდის, ერთიანი ეროვნული გამოცდის ან საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მიზნით, შესაძლოა, პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მიეცეთ.აღნიშნული ცვლილება „პენიტენციურ კოდექსში“ შედის და მიზნად ისახავს მაღალი რისკის მსჯავრდებულთათვის განათლების მიღების უფლების რეალიზებას - საკანონმდებლი ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და იგი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.მოქმედი კანონმდებლობით, დაბალი რისკის და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულები მსგავსი საგანმანათლებლო უფლებებით უკვე სარგებლობენ. ახალი ინიციატივა კი მკაცრი რეჟიმის (განსაკუთრებული რისკის) დაწესებულებებში მყოფ პირებსაც აძლევს შანსს, სასჯელის მოხდის პარალელურად მიიღონ ხარისხიანი განათლება. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, მსჯავრდებულები ერთიან ეროვნულ/სამაგისტრო გამოცდებზე პენიტენციური დაწესებულებიდან სწორედ „სხვა განსაკუთრებული გარემოების“ საფუძვლით გადიან. ამასთან, უმაღლესი განათლების მიღების უფლება განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულსაც აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ის განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით საპატიმრო დაწესებულების დროებით დატოვების უფლებით ვერ სარგებლობს, ეს პრაქტიკაში გარკვეულ სირთულეებს ქმნის.გამომდინარე იქიდან, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ტრადიციულად ივლისის თვეში იწყება, მსჯავრდებულთათვის ამ შეღავათის მიცემის მიზნით, პარლამენტი კანონპროექტის განხილვის დაჩქარებასა და მის უახლოეს კვირებში (საგამოცდო სეზონის დაწყებამდე) მიღებას გეგმავს.იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია ყველა საჭირო პირობა უმაღლესი განათლების მისაღებად - დაწესებულებებში უზრუნველყოფილია როგორც საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, ასევე ტექნიკური საშუალებები.დაბალი და საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებულებისთვის მოქმედებს სპეციალური პროექტი - „ციფრული უნივერსიტეტი", რომელიც მათ დისტანციური სწავლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. ონლაინ-უნივერსიტეტში ის მსჯავრდებულები სწავლობენ, რომლებმაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნებართვის საფუძველზე ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს - გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 36 მსჯავრდებული გავიდა.2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
მკაცრი რეჟიმის საპატიმროში მყოფ პირებს გამოცდებისთვის ციხის დატოვების უფლება ექნებათ?
გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 36 მსჯავრდებული იყო დარეგისტრირებული.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს ექსტერნატის გამოცდის, ერთიანი ეროვნული გამოცდის ან საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მიზნით, შესაძლოა, პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მიეცეთ.
აღნიშნული ცვლილება „პენიტენციურ კოდექსში“ შედის და მიზნად ისახავს მაღალი რისკის მსჯავრდებულთათვის განათლების მიღების უფლების რეალიზებას - საკანონმდებლი ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და იგი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
მოქმედი კანონმდებლობით, დაბალი რისკის და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულები მსგავსი საგანმანათლებლო უფლებებით უკვე სარგებლობენ. ახალი ინიციატივა კი მკაცრი რეჟიმის (განსაკუთრებული რისკის) დაწესებულებებში მყოფ პირებსაც აძლევს შანსს, სასჯელის მოხდის პარალელურად მიიღონ ხარისხიანი განათლება.
მოქმედი „პენიტენციური კოდექსით“, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლებით არ სარგებლობს. ამასთან, კოდექსის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება „სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით“.
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, მსჯავრდებულები ერთიან ეროვნულ/სამაგისტრო გამოცდებზე პენიტენციური დაწესებულებიდან სწორედ „სხვა განსაკუთრებული გარემოების“ საფუძვლით გადიან. ამასთან, უმაღლესი განათლების მიღების უფლება განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულსაც აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ის განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით საპატიმრო დაწესებულების დროებით დატოვების უფლებით ვერ სარგებლობს, ეს პრაქტიკაში გარკვეულ სირთულეებს ქმნის.
გამომდინარე იქიდან, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ტრადიციულად ივლისის თვეში იწყება, მსჯავრდებულთათვის ამ შეღავათის მიცემის მიზნით, პარლამენტი კანონპროექტის განხილვის დაჩქარებასა და მის უახლოეს კვირებში (საგამოცდო სეზონის დაწყებამდე) მიღებას გეგმავს.
იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია ყველა საჭირო პირობა უმაღლესი განათლების მისაღებად - დაწესებულებებში უზრუნველყოფილია როგორც საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, ასევე ტექნიკური საშუალებები.
დაბალი და საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებულებისთვის მოქმედებს სპეციალური პროექტი - „ციფრული უნივერსიტეტი", რომელიც მათ დისტანციური სწავლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. ონლაინ-უნივერსიტეტში ის მსჯავრდებულები სწავლობენ, რომლებმაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნებართვის საფუძველზე ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს - გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 36 მსჯავრდებული გავიდა.
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ.