https://sputnik-georgia.com/20260520/papuashvilma-didi-britaneti-gaakritika-298747800.html
„პოლიტიკის ამორალურობა": თბილისმა დიდი ბრიტანეთი რუსეთის გამო გააკრიტიკა
„პოლიტიკის ამორალურობა": თბილისმა დიდი ბრიტანეთი რუსეთის გამო გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე დიდმა ბრიტანეთმა იმ დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის იმპორტზე გასცა ლიცენზია, რომლებიც მესამე ქვეყნებში... 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T20:12+0400
2026-05-20T20:12+0400
2026-05-20T20:12+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირანი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_59bcd45a4c96061dfb3486b2b99ac0e4.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ამ უკანასკნელმა რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე დიდმა ბრიტანეთმა იმ დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის იმპორტზე გასცა ლიცენზია, რომლებიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგანაა დამუშავებული. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, რომელშიც ირანთან ერთად სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნებიც აღმოჩნდნენ ჩართული, ნავთობზე ფასები მკვეთრად გაიზარდა და ცალკეულ დღეებში ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. მიწოდებაში სერიოზული შეფერხებების შენარჩუნების შემთხვევაში, ანალიტიკოსები ფასების ბევრად უფრო მკვეთრ ნახტომსაც არ გამორიცხავენ.საქართველო და დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო. უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა. ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული. 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_108:0:2839:2048_1920x0_80_0_0_f283566a3c05d923bc3c13945a64ace1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ირანი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, რუსეთი
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ირანი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, რუსეთი
„პოლიტიკის ამორალურობა": თბილისმა დიდი ბრიტანეთი რუსეთის გამო გააკრიტიკა
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე დიდმა ბრიტანეთმა იმ დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის იმპორტზე გასცა ლიცენზია, რომლებიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგანაა დამუშავებული.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ამ უკანასკნელმა რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე დიდმა ბრიტანეთმა იმ დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის იმპორტზე გასცა ლიცენზია, რომლებიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგანაა დამუშავებული.
„დღეს ვიგებთ, რომ თავად ბრიტანეთმა გააუქმა სანქციები. ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიტანეთის მოქმედი ელჩისთვის, ალბათ გაწყდებოდა საერთოდ ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, ჩვენ თუ არ შემოვიტანდით ნავთობს, ალბათ ისინი ემბარგოს დაადებდნენ. ჩავვარდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში. ასეთი ამორალურია, სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, რომელშიც ირანთან ერთად სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნებიც აღმოჩნდნენ ჩართული, ნავთობზე ფასები მკვეთრად გაიზარდა და ცალკეულ დღეებში ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. მიწოდებაში სერიოზული შეფერხებების შენარჩუნების შემთხვევაში, ანალიტიკოსები ფასების ბევრად უფრო მკვეთრ ნახტომსაც არ გამორიცხავენ.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.