https://sputnik-georgia.com/20260520/papuashvili-straburgshi-saqartvelom-briuseli-kidev-ertxeldaamarcxa-298749802.html
პაპუაშვილი: სტრასბურგში საქართველომ ბრიუსელი კიდევ ერთხელ დაამარცხა
პაპუაშვილი: სტრასბურგში საქართველომ ბრიუსელი კიდევ ერთხელ დაამარცხა
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს პოლიტიკის მიმართ სრული მხარდაჭერა 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T19:00+0400
2026-05-20T19:00+0400
2026-05-20T19:00+0400
საქართველო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ბრიუსელი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496771_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_10eae39ae14212dc28b31c04fa98ca60.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. 19 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც 2022 წელს ქართულმა სასამართლომ იგი 500 ლარით დააჯარიმა - მილაძემ სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება,როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობა მოიყვანა იმ შესაბამისობაში, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში არ უშვებს სიძულვილის ენას. 18 მაისს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნა დააანონსა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიის მონიტორინგით დაკავდება. საქართველოში საჯარო მოწოდებები ზეპირი, წერილობითი ან გამოხატვის სხვა საშუალებებით ძალადობრივი ქმედებებისკენ, რაც მიზნად ისახავს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნით პირთა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს თუ ეს მოწოდება ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, ჩინოვნიკებისა და თანამდებობის პირების შეურაცხყოფა მათი მოვალეობის შესრულებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
საქართველო
ბრიუსელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496771_227:0:2048:1366_1920x0_80_0_0_29256b7704bef821888413d4a242ef71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ბრიუსელი , ახალი ამბები
საქართველო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ბრიუსელი , ახალი ამბები
პაპუაშვილი: სტრასბურგში საქართველომ ბრიუსელი კიდევ ერთხელ დაამარცხა
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს პოლიტიკის მიმართ სრული მხარდაჭერა
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
19 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც 2022 წელს ქართულმა სასამართლომ იგი 500 ლარით დააჯარიმა - მილაძემ სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება,
„გუშინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საბოლოო ბეჭედი დაასვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას. ამ გადაწყვეტილებით სრული მხარდაჭერაა ამ პოლიტიკის მიმართ. სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ეს არის ბრიუსელის კიდევ ერთი მარცხი და კიდევ ერთი მხილება, რომ სიძულვილის ენა სრულად ითესება გარედან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობა მოიყვანა იმ შესაბამისობაში, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში არ უშვებს სიძულვილის ენას.
„კანონმდებლობა არის სათანადო დონეზე და მნიშვნელოვანია, რომ აღსრულებაც იყოს აქტიური. მიხარია, რომ შსს-მ გადაწყვიტა პროაქტიულად მიუდგეს ამ საკითხისთვის შექმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც დაკავდება იმით, რომ აღმოიფხვრას ის მცდელობები ღვარძლის, მტრობის, რა მიზანიც დღეისათვის სინამდვილეში სიძულვილის ენას აქვს საქართველოში“, - განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.
18 მაისს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნა დააანონსა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიის მონიტორინგით დაკავდება.
საქართველოში საჯარო მოწოდებები ზეპირი, წერილობითი ან გამოხატვის სხვა საშუალებებით ძალადობრივი ქმედებებისკენ, რაც მიზნად ისახავს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნით პირთა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს თუ ეს მოწოდება ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, ჩინოვნიკებისა და თანამდებობის პირების შეურაცხყოფა მათი მოვალეობის შესრულებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.