https://sputnik-georgia.com/20260520/meria-zuzus-kibos-upaso-mkurnalobis-programas-aqtiurad-axorcielebs-298732815.html
ძუძუს კიბოს უფასო მკურნალობა ყველასათვის: მერიამ 6,7 ათასამდე შემთხვევა დააფინანსა
ძუძუს კიბოს უფასო მკურნალობა ყველასათვის: მერიამ 6,7 ათასამდე შემთხვევა დააფინანსა
Sputnik საქართველო
თბილისის მერია სრულად ფარავს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ხარჯებს ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის. 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T17:00+0400
2026-05-20T17:00+0400
2026-05-20T17:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში 1.134 მოქალაქისთვის 6,7 ათასამდე შემთხვევა დააფინანსა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. თბილისის მერია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სრულად აფინანსებს. ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით უფინანსდება. კალაძის განმარტებით, პროგრამა HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება. ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად მუნიციპალიტეტი მინიმუმ 24.750 და მაქსიმუმ 70.110 ლარს გამოყოფს. 2024 წლამდე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი - 50%-ით უფინანსებდა.მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 6 660 000 ლარს შეადგენს. მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია. მოქალაქე პროგრამაში ჩასართავად განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას მიმართავს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან მისაღებად საგარანტიო წერილი გაიცემა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ძუძუს კიბოს უფასო მკურნალობა ყველასათვის: მერიამ 6,7 ათასამდე შემთხვევა დააფინანსა
თბილისის მერია სრულად ფარავს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ხარჯებს ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში 1.134 მოქალაქისთვის 6,7 ათასამდე შემთხვევა დააფინანსა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სრულად აფინანსებს. ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით უფინანსდება.
„სტატისტიკამ აჩვენა, რომ „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია. კერძოდ, განიკურნა ადრეული სტადიის ბენეფიციართა 97%. ამ დაავადებასთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროული აღმოჩენა, რადგან ხშირად სწორედ დროულ დიაგნოზზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჩვენი ვალდებულებაა, ადამიანებს დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, -განაცხადა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, პროგრამა HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება. ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად მუნიციპალიტეტი მინიმუმ 24.750 და მაქსიმუმ 70.110 ლარს გამოყოფს.
„ხშირ შემთხვევაში დროულად ჩატარებული კვლევა და სწორი მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. ამ პროგრამის უკან დგას არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ დგანან ადამიანები, ოჯახები და მათი სიცოცხლე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ქალი არ დარჩეს აუცილებელი მკურნალობის გარეშე ფინანსური სირთულეების გამო“, - განაცხადა კალაძემ.
2024 წლამდე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი - 50%-ით უფინანსებდა.
მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 6 660 000 ლარს შეადგენს.
მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია. მოქალაქე პროგრამაში ჩასართავად განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას მიმართავს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან მისაღებად საგარანტიო წერილი გაიცემა.