https://sputnik-georgia.com/20260520/kaladze-tbilisshi-tramvais-xazis-msheneblobaze-298736835.html
ტრამვაი თბილისში: ტენდერში მიღებული წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია
ტრამვაი თბილისში: ტენდერში მიღებული წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია
Sputnik საქართველო
ტენდერში მონაწილეობა ოთხმა მსხვილმა უცხოურმა კომპანიამ (სამი თურქული და ერთი ჩინური) მიიღო. 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T18:29+0400
2026-05-20T18:29+0400
2026-05-20T18:29+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_338:0:1190:479_1920x0_80_0_0_ea24390d02db27163363adfcbd902210.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. დიდი დიღმისა და მეტროს სადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მიღებული წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე პირველი ტენდერი გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა. ტენდერი დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მოგვიანებით წინადადებების წარდგენის ვადები 2026 წლის 16 თებერვლამდე გადაიწია. თუმცა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი 13 თებერვალს გამოაცხადა - საბოლოო ჯამში ტენდერი 31 მარტს დასრულდა - ტენდერში განაცხადი ოთხმა მსხვილმა უცხოურმა კომპანიამ (სამი თურქული და ერთი ჩინური) შეიტანა.რაც შეეხება მშენებლობის ძირითად პარამეტრებს, თბილისის მერის თქმით, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას.დედაქალაქის მერმა აღნიშნულ პროექტს ისტორიული მნიშვნელობის უწოდა. მისი თქმით, ტრამვაის ხაზის ამოქმედება და ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის წვდომას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეობებთან და მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც მოლოდინის, ისე გადაადგილების დროს.მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება ტრამვაის 11 შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 417 მლნ ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი.ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა.თბილისში პირველი ტრამვაი 1904 წელს გამოჩნდა. ტრანსპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული 1930–1940-იან წლებში იყო. ტრამვაიმ თბილისში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა – 194 მლნ ადამიანი 1940 წელს გადაიყვანა. მგზავრებს ეს ტრანსპორტი 2006 წლამდე ემსახურებოდა. მას შემდეგ ის მთლიანად ავტობუსებმა, სამარშრუტო ტაქსებმა და მეტრომ ჩაანაცვლა. რას ითვალისწინებს პროექტი საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას. ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები. ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას. მგზავრთა კომფორტი: ტრამვაის გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA), და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV). OCC (Operations Control Center): ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების, და საინფორმაციო სისტემების მართვას. ტენდერი ასევე მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის დეპოს მოწყობასაც, რომელიც გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_520:0:1159:479_1920x0_80_0_0_5b26c5987148533ec7aff3123caa90e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ტრამვაი თბილისში: ტენდერში მიღებული წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია
ტენდერში მონაწილეობა ოთხმა მსხვილმა უცხოურმა კომპანიამ (სამი თურქული და ერთი ჩინური) მიიღო.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. დიდი დიღმისა და მეტროს სადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მიღებული წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე პირველი ტენდერი გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა. ტენდერი დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მოგვიანებით წინადადებების წარდგენის ვადები 2026 წლის 16 თებერვლამდე გადაიწია. თუმცა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი 13 თებერვალს გამოაცხადა - საბოლოო ჯამში ტენდერი 31 მარტს დასრულდა - ტენდერში განაცხადი ოთხმა მსხვილმა უცხოურმა კომპანიამ (სამი თურქული და ერთი ჩინური) შეიტანა.
„ტენდერი მიმდინარეობს „აზიის განვითარების ბანკის" შესყიდვის წესებით. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ. დღეის მდგომარეობით, წარმოდგენილი წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია და პრეტენდენტებთან მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ივნისის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ დაიწყება პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება მშენებლობის ძირითად პარამეტრებს, თბილისის მერის თქმით, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას.
დედაქალაქის მერმა აღნიშნულ პროექტს ისტორიული მნიშვნელობის უწოდა. მისი თქმით, ტრამვაის ხაზის ამოქმედება და ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის წვდომას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეობებთან და მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც მოლოდინის, ისე გადაადგილების დროს.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება ტრამვაის 11 შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 417 მლნ ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება.
დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა.
თბილისში პირველი ტრამვაი 1904 წელს გამოჩნდა. ტრანსპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული 1930–1940-იან წლებში იყო.
ტრამვაიმ თბილისში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა – 194 მლნ ადამიანი 1940 წელს გადაიყვანა. მგზავრებს ეს ტრანსპორტი 2006 წლამდე ემსახურებოდა. მას შემდეგ ის მთლიანად ავტობუსებმა, სამარშრუტო ტაქსებმა და მეტრომ ჩაანაცვლა.
რას ითვალისწინებს პროექტი
საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.
ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.
მგზავრთა კომფორტი: ტრამვაის გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA), და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV).
OCC (Operations Control Center): ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების, და საინფორმაციო სისტემების მართვას.
ტენდერი ასევე მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის დეპოს მოწყობასაც, რომელიც გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის.
დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა.