წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი: გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnikწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2026
გამოწერა
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 21-22 მაისს ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ყველა ახალი ამბავი
0