https://sputnik-georgia.com/20260520/----------298751574.html
მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის თამარ ბაგრატიონს მადლობის წერილი გამოუგზავნა
მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის თამარ ბაგრატიონს მადლობის წერილი გამოუგზავნა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის მარტში თამარ ბაგრატიონმა აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით მონაწილეობა მიიღო გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. 20.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-20T22:37+0400
2026-05-20T22:37+0400
2026-05-20T23:31+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/17/297753577_0:0:826:464_1920x0_80_0_0_b9d9ddd1bc943ffc178b953acd651712.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის თამარ ბაგრატიონს გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა, იუწყება პირველი არხი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. გლობალური სამიტი – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ (Fostering the Future Together), რომელშიც მონაწილეობა 45 ქვეყნის ლიდერის მეუღლემ მიიღო, აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში 24-25 მარტს გაიმართა. აშშ-ის პირველმა ლედიმ პრეზიდენტების მეუღლეებს ორი დღის განმავლობაში თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა. აშშ-ის პირველმა ლედიმ წერილში ხაზი გაუსვა ბავშვთა კეთილდღეობის, განათლებისა და ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენების შესახებ გამართული დისკუსიების მნიშვნელობას.აღნიშნული სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა თამარ ბაგრატიონი, რომელმაც მადლობა გადაუხადა მელანია ტრამპს მასპინძლობისა და ძალისხმევისთვის, რომ „დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქცია". პირველმა ლედიმ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ისეთი ნაბიჯების აუცილებლობაზე, რომლებიც მოზარდებს მისცემს თანამედროვე სამყაროში განვითარების საშუალებას და ამასთან, შეუნარჩუნებს მათ ცნობისმოყვარეობასა და გარე სამყაროსთან უშუალო კავშირს.სამიტი მიეძღვნება ბავშვთა უფლებებს, მათ შორის სოციალურ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვასა და ტექნოლოგიების გავლენას მათ განვითარებაზე. ამერიკული მედია იუწყება, რომ მელანია ტრამპის ოფისმა მოწვევები გაუგზავნა იმ ქვეყნების პირველ ლედებს, რომლებსაც ვაშინგტონი „ძლიერ პარტნიორებად“ მიიჩნევს.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/17/297753577_49:0:669:465_1920x0_80_0_0_770833bc6140f2d58c4bfb99eeecb971.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის თამარ ბაგრატიონს მადლობის წერილი გამოუგზავნა
22:37 20.05.2026 (განახლებულია: 23:31 20.05.2026) მიმდინარე წლის მარტში თამარ ბაგრატიონმა აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით მონაწილეობა მიიღო გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის თამარ ბაგრატიონს გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა, იუწყება პირველი არხი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
გლობალური სამიტი – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ (Fostering the Future Together), რომელშიც მონაწილეობა 45 ქვეყნის ლიდერის მეუღლემ მიიღო, აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში 24-25 მარტს გაიმართა. აშშ-ის პირველმა ლედიმ პრეზიდენტების მეუღლეებს ორი დღის განმავლობაში თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა.
აშშ-ის პირველმა ლედიმ წერილში ხაზი გაუსვა ბავშვთა კეთილდღეობის, განათლებისა და ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენების შესახებ გამართული დისკუსიების მნიშვნელობას.
„სამიტზე წარმოდგენილი იყო პერსპექტივების ფართო სპექტრი, თუმცა ჩვენ ერთიანები ვიყავით ჩვენს მიზანში უზრუნველვყოთ და გავაძლიეროთ ბავშვები, მშობლები და პედაგოგები, რათა ისწავლონ, განვითარდნენ და წარმატებით იცხოვრონ უფრო უსაფრთხო ციფრულ სამყაროში“,- აღნიშნულია წერილში.
აღნიშნული სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა თამარ ბაგრატიონი, რომელმაც მადლობა გადაუხადა მელანია ტრამპს მასპინძლობისა და ძალისხმევისთვის, რომ „დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქცია". პირველმა ლედიმ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ისეთი ნაბიჯების აუცილებლობაზე, რომლებიც მოზარდებს მისცემს თანამედროვე სამყაროში განვითარების საშუალებას და ამასთან, შეუნარჩუნებს მათ ცნობისმოყვარეობასა და გარე სამყაროსთან უშუალო კავშირს.
სამიტი მიეძღვნება ბავშვთა უფლებებს, მათ შორის სოციალურ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვასა და ტექნოლოგიების გავლენას მათ განვითარებაზე. ამერიკული მედია იუწყება, რომ მელანია ტრამპის ოფისმა მოწვევები გაუგზავნა იმ ქვეყნების პირველ ლედებს, რომლებსაც ვაშინგტონი „ძლიერ პარტნიორებად“ მიიჩნევს.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.